ავტორი:

როგორ გამოიყურებოდა მაკა ასათიანი წლების წინ - უნიკალური ფოტოები "რეიტინგის" არქივიდან

როგორ გამოიყურებოდა მაკა ასათიანი წლების წინ - უნიკალური ფოტოები "რეიტინგის" არქივიდან

მის სილამაზეზე თბილისში ლეგენდები დადიოდა, დადის და საუკუნეებს ისევე გადაეცემა, როგორც არაერთი მშვენიერი ქართველი ქალის ამბავი.

მაკა ასათიანი ცნობილი ოჯახის შვილი გახლავთ, მისი ცხოვრება სამწუხაროდ, ტრაგედიებითაც იყო სავსე, მოუკლეს მამა, კახი ასათიანი, მოკლეს ბიჭი, რომელსაც ძალიან უყვარდა - დუდუ დადიანი. ეს ორი მკვლელობა ბურუსით არის მოცული.

დაათვალიერეთ მაკა ასათიანის უნიკალური ფოტოები "რეიტინგის" არქივიდან

მაკა ყველას უყვარდა, წარსულში ის მერაბ ჟორდანიაზე იყო დაქორწინებული, რომელთანაც ორი ვაჟი ჰყავს, მერაბ ჟორდანიას მაკა ძალიან უყვარდა და მისთვის სასწაულ სიურპრიზებსაც აწყობდა, ერთხელ ვერტმფრენიდან ვარდებიც კი მიმოფანტა ქუჩებში, თუმცა მათი გზები გაიყო, მაკა კოტე გოგელიაზე გათხოვდა, მერაბ ჟორდანია კი მეორედ აღარ დაოჯახდა.

ცნობილი დიზაინერის გარეგნობას უამრავმა ტრაგედიამ ვერაფერი დაატყო, ის ისევ ისეთი ლამაზია როგორც ადრე, წლების წინ, უბრალოდ, ახლა მის სახეზე სევდას ადვილად შეამჩნევთ.

მაკა მედიასთან იშვიათად კონტაქტობს. აღარც დიზაინერობით არის დაკავებული, ახლა ესპანეთში საკუთარი მაღაზია აქვს, სადაც ბრენდული ტანსაცმელი იყიდება.

"რეიტინგის" არქივში ისეთი ფოტოები აღმოვაჩინეთ, რომელიც ალბათ, თავად მაკა ასათიანსაც არ ახსოვს და მას წლების შემდეგ ექსკლუზიურად გიზიარებთ - დაათვალიერეთ ფოტოები

"ჩემმა შვილიშვილმა რომ ნახა მგელმა "შემჭამა", ტირილი დაიწყო..." - მსახიობი, რომელიც ჯულიეტა ვაშაყმაძემ აღმოაჩინა და 28 წელი წითელქუდას როლს თამაშობდა

მონიკა ბელუჩის ქალიშვილი ახალ სიმაღლეებს იპყრობს - 16 წლის გოგონას ახალი ფოტოები ფრანგული Elle-ისთვის

"10 წლის უნახავი შემთხვევით შემხვდა, ვუთხარი, მოსკოვში უნდა წაგიყვანო-მეთქი. ერთ კვირაში ჩემი ცოლი გახდა" - რას ყვება დათო ევგენიძე ოჯახსა და თემურ ალასანიასთან მძახლობაზე