ავტორი:

რატომ არ მუშაობს "ინსტაგრამი"?

რატომ არ მუშაობს "ინსტაგრამი"?

სოციალური ქსელი Instagram არ მუშაობს. მომხმარებლები ვერც საკუთარი ფოტოებისა და ვერც სხვების პოსტების ნახვას ვერ ახერხებენ. ქსელის მომხმარებლები აპლიკაციაში ფოტოების ნაცვლად თეთრ ფონს ხედავენ, რომელიც იუწყება, რომ გვერდის განახლება შეუძლებელია (cannot refresh feed).

ინსტაგრამის ვებ-გვერდიც მიუწვდომელია, თუ საძიებო ველში აკრეფთ instagram.com-ს გვერდი ამოაგდებს შეცდომას "5xx Server Error".

როგორც independent.co.uk წერს, სოციალურ ქსელს პრობლემური პერიოდი უდგას. კომპანიის ორმა დამფუძნებელმა - კევინ სისტრომმა და მაიკ კრიგერმა რამდენიმე დღეა დატოვეს Instagram, რაც გავრცელებული ინფორმაციით უკავშირდება Facebook-ის ხელმძღვანელ პირებთან შეუთანხმებლობას "ინსტაგრამის" მართვასთან დაკავშირებით. "ფეისბუქის" მფლობელობაში არსებულ აპლიკაციას, ამჟამად ახალი ხელმძღვანელი ჰყავს - Facebook-ის დიდი ხნის თანამშრომელი, სოციალური ქსელის პროდუქტების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ადამ მოსერი.

მას შემდეგ, რაც გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ "ფეისბუქის" უსაფრთხოების სისტემაში პრობლემა შეიქმნა და შესაძლოა სოციალური ქსელის დაახლოებით 50 მილიონ მომხმარებლის ინფორმაცია ჰაკერების ხელში აღმოჩნდა, გაჩნდა მოსაზრება, რომ შესაძლოა მომხმარებლების ინსტაგრამის ანგარიშებსაც შექმნოდა საფრთხე, იმ შემთხვევაში, თუ მათ "ფეისბუქის" ავტორიზაცია გამოიყენეს მის შესაქმნელად.

არ არის დადასტურებული, აქვს თუ არა კავშირი დღევანდელ შემთხვევას სოციალურ ქსელზე ჰაკერულ თავდასხმაზე, თუ უბრალოდ ტექნიკური ხარვეზია.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს