ავტორი:

ვრცელდება ბათუმში მომხდარი ავარიის კადრები, რომელსაც ორი ახალგაზრდა ემსხვერპლა

ვრცელდება ბათუმში მომხდარი ავარიის კადრები, რომელსაც ორი ახალგაზრდა ემსხვერპლა

"ფეისბუქზე" ბათუმში მომხდარი ავარიის ამსახველი კადრები ვრცელდება, რომელსაც ორი ახალგაზრდა ემსხვერპლა. სათვალთვალო კამერის მიერ დაფიქსირებულ ვიდეოს ინტერნეტმომხმარებელი დიანა დიასამიძე აქვეყნებს.

"ბოდიშით ამ მძიმე კადრისთვის.. ამას თქვენთვის ვდებ, ვინც ზის და ჭორაობს ახალგაზრდები არიან და მათი ბრალი იქნებოდაო... არ ყოფილა ჩემი მეგობრის ბრალი ხალხო.. ნათლად ჩანს ვინ და რა არის დამნაშავე აქ. მოეშვით ჭორაობას! მოეშვით უსაქმურად ყოფნას! პატივი ეცით გარდაცვლილებს და ნუ აწუხებთ მათ სულებს ძალიან გთხოვთ!! არც ცოლ-ქმარნი ყოფილან, საუკეთესო მეგობრები იყვნენ და მოდიოდნენ სხვისი ქორწილიდან" - წერს ვიდეოს კომენტირებისას დიასამიძე.

ავტოსაგზაო შემთხვევა ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილზე გუშინ მოხდა. ერთმანეთს სამგზავრო ავტობუსი და მსუბუქი მარკის ავტომობილი შეეჯახნენ. მომხდარის შედეგად ასევე დაშავდა ორი ადამიანი. ექიმების ინფორმაციით, მათ სხეულზე მრავლობითი მოტეხილობები და დაზიანებები აღენიშნებოდათ.

რაც შეეხებათ გარდაცვლილებს, 20 წლის ახალგაზრდები დემურ ბერიძე და მარიამ გოგიტიძე კლასელები იყვნენ და მეგობრის ქორწილში იმყოფებოდნენ.

ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანების სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

VIDEO: ბათუმში მომხდარი საზარელი ავარიის ამსახველი კადრები - უბედურ შემთხვევას ორი ახალგაზრდა ემსხვერპლა

"Rolex-ის საათები, Cartier-ის სამკაულები, BMW-x6" - რა ქონებას ფლობს ტურიზმის ადმინისტრაციის 30 წლის ხელმძღვანელი

საჩხერეში ორი კვირის წინ გაწერილ პაციენტს კორონავირუსი განმეორებით დაუდგინდა

„ტოიოტა ცენტრი თბილისი“ მომხმარებელს ტრადიციულ სეზონურ აქციას სთავაზობს