რიყის პარკში "თბილისობა 2018"-ის აღსანიშნავი ღონისძიებები მიმდინარეობს.
ღონისძიებებზე დასასწრებად უფროს შვილებთან ერთად მივიდა ქალაქის მერი კახა კალაძე, რიყის პარკში იმყოფება საქართველოს პრემიერ მინისტრი მამუკა ბახტაძე.
ქალაქის მერსა და პრემიერს რიყის პარკში საჩუქარი გაუკეთეს - თბილისობაზე მყოფმა მხატვარმა ზალიკო სულაკაურმა პოლიტიკოსებს მათი კარიკატურები დაუხატა და გადასცა.
ფოტო: გიორგი ჟამერაშვილი

კალაძემ და ბახტაძემ პარკში მოწყობილ დახლებზე ღვინოც დააგემოვნეს და რიყეზე შეკრებილ მოქალაქეებსაც გაესაუბრნენ.



ასევე წაიკითხეთ: რა გელით "თბილისობაზე" დედაქალაქში - გადახედეთ 6 და 7 ოქტომბრის ღონისძიებებს