ავტორი:

ხაბიბის საიდუმლო პირადი ცხოვრება და კონორის ოჯახური იდილია - რა არის ცნობილი საუკუნის მთავარი ბრძოლის გმირებზე

ხაბიბის საიდუმლო პირადი ცხოვრება და კონორის ოჯახური იდილია - რა არის ცნობილი საუკუნის მთავარი ბრძოლის გმირებზე

მედიის და მთელი მსოფლიოს ყურადღება დღეს საუკუნის მთავარი ბრძოლის გმირების ხაბიბ ნურმაგემედოვის და კონორ მაკგრეგორისკენ არის მიპყრობილი. რუსი და ირლანდიელი სპორტსმენების შეხვედრა 30 წლის ხაბიბის გამარჯვებით დასრულდა, თუმცა მისი გამარჯვება კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება, რადგან ბრძოლის მოგების შემდეგ, ის ოქტაგონიდან დარბაზში გადახტა და მოწინააღმდეგის მხარდამჭერები სცემა.

VIDEO: ხაბიბ ნურმაგომედოვმა ირლანდიელ კონორ მაკგრეგორს სძლია - ორთაბრძოლა რომელზეც მთელი მსოფლიო ლაპარაკობს

პოლიციამ ინციდენტის შედეგად სამი პირი დააკავა და უკვე სამივე თავისუფალია. თუმცა რა ბედი ელის 30 წლის სპორტსმენის ტიტულს ჯერჯერობით უცნობია.

"რეიტინგი" სპორტსმენების პირადი ცხოვრების დეტალებით დაინტერესდა: ხაბიბ ნურმაგომედოვის ოჯახის შესახებ თითქმის არაფერია ცნობილი... ვიცით მხოლოდ ის, რომ 5 წლის წინ დაოჯახდა. მას ორი შვილი - გოგონა და ვაჟი ჰყავს. ხაბიბ ნურმაგამედოვის ქორწილი დაღესტნური ტრადიციების დაცვით წარიმართა, პატარძალი ქორწილში სახეზე ფატაჩამოფარებული იჯდა და მხოლოდ ხელები ჰქონდა შიშველი, ისიც იმიტომ რომ თაიგული დაეჭირა. რუსული მედიის ცნობით, 30 წლის სპორტსმენის მეუღლე არ დადის კლუბებში, არ სტუმრობს ბუტიკებს და არც ქმარს დაჰყვება შეჯიბრებებზე.

რამდენიმე დღის წინ, ბრიტანულმა ტაბლოიდებმა გაავრცელეს ფოტო, თითქოს სპორტსმენი მეუღლესთან ერთად იყო გადაღებული. მოგვიანებით გაირკვა, რომ ტყუილი ინფორმაცია გავრცელდა. გოგონა, რომელიც ხაბიბთან ერთად ფოტოზე იყო აღბეჭდილი, ცნობილი რუსი ტელესახე, "დომ2"-ის სკანდალური მონაწილე ოლგა ბუზოვაა. არ არის გამორიცხული, რომ ხაბიბი ბუზოვაზეც დაქორწინდეს ხაბიბი, რადგან მას საკუთარი რელიგია მრავალცოლიანობის უფლებას აძლევს...

რაც შეეხება კონორ მაკგრეგორის პირად ცხოვრებას, მას ყველგან შეუძლია შოუ დადგას და ეს არაერთხელ დაამტკიცა კიდეც. მათ შორის მაშინ, როცა ხაბიბთან ერთად პრესკონფერენცია გამართა. უყვარს ტატუები, პროფესიით სანტექნიკოსია.

2008 წელს პირველად იჩხუბა MMA-ში. რაც შეეხება მის პირად ცხოვრებას, ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი....განაგრძეთ კითხვა

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე