ავტორი:

გინეკოლოგი, რომელიც ბავშვებს იპარავდა და უშვილო წყვილებს აძლევდა, მადრიდის სასამართლომ არ დააპატიმრა

გინეკოლოგი, რომელიც ბავშვებს იპარავდა და უშვილო წყვილებს აძლევდა, მადრიდის სასამართლომ არ დააპატიმრა

ყოფილი ექიმი, რომელიც მშობლებს ახალშობილებს ჰპარავდა და უშვილო წყვილებს აძლევდა, არ დააპატიმრეს. მადრიდის სასამართლოს გადაწყვეტილება გუშინ გახდა ცნობილი.

სასამართლომ დაადგინა, რომ 85 წლის გინეკოლოგმა ედუარდო ველამ არაერთი ბავშვი გააშვილა უკანონოდ, თუმცა დანაშაულებრივი ფაქტების ხანდაზმულობის გამო მას არ დააპატიმრებენ.

ის პირველი ექიმია, რომელიც ფაშისტი დიქტატორის, ფრანცისკო ფრანკოს ხელისუფლებაში ყოფნის დროს ბავშვების გაშვილების საქმეზე სასამართლოს წინაშე წარდგა. უახლოეს მომავალში ასობით სხვა საქმის განხილვა დაიწყება.

გენერალი ფრანკოს მმართველობის წლებში ესპანეთში მემარცხენე პოლიტიკის მომხრე ოჯახების ახალშობილებს სხვა წყვილებს აძლევდნენ, რომლებიც, ხელისუფლების აზრით, „მეტს იმსახურებდნენ“.

ინეს მადრიგალი 1969 წელს გააშვილეს. ველას წინააღმდეგ სარჩელი მან 2012 წელს შეიტანა. ინეს პერეზმა, რომელმაც ინეზ მადრიგალი იშვილა, სიკვდილის წინ განაცხადა, რომ ველამ ბავშვი აჩუქა, მას და მის ქმარს შვილის გაჩენა არ შეეძლოთ. გენეტიკურმა ანალიზმა აჩვენა, რომ მადრიგალი უკვე გარდაცვლილი წყვილის შვილი არ იყო. პროკურორები გინეკოლოგისთვის 11 წლიან პატიმრობას მოითხოვდნენ. მათი მტკიცებით, ველამ სამი დანაშაული ჩაიდინა - ბავშვის გაშვილება, ორსულობის შესახებ ცრუ ინფორმაციის გავრცელება და საბუთების გაყალბება.

სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ მადრიგალმა ჟურნალისტებთან აღნიშნა, რომ „შერეული გრძნობები“ ჰქონდა:

„ბედნიერი ვარ, რადგან დავამტკიცე, რომ მომიპარეს, ექიმმა ველამ მომიპარა,“ - განაცხადა ინესმა, თუმცა აღნიშნა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით იმედგაცრუებულია. მადრიგალი მიიჩნევს, რომ ველა თავისუფლებას არ იმსახურებს.

ესპანეთში გაშვილებული ბავშვების გარშემო სკანდალი ათწლეულების განმავლობაში გრძელდება. კონკრეტული საქმეების განხილვის დაწყებას კი დიდი დრო დასჭირდა, რადგან კათოლიკური ეკლესია და ექიმები ქვეყანაში დიდი პატივისცემით სარგებლობენ. ესპანური კანონმდებლობის მიხედვით კი დაბადების მოწმობაში ბიოლოგიური დედის სახელს არ უთითებენ.

სკანდალი უკავშირდება ეკლესიასაც, რომელიც ფრანკოს მმართველობის დროს ესპანეთის სოციალურ მომსახურებებში მნიშვნელოვან როლს ასრულებდა - მათ შორის საავადმყოფოებში, სკოლებსა და ბავშვთა სახლებში.

მონაზვნები და მღვდლები ადგენდნენ ოჯახების სიებს, ვისაც ბავშვის აყვანა სურდა, ექიმები კი მშობლებს არასწორ ინფორმაციას აწვდიდნენ, რა ბედი ეწიათ მათ შვილებს.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე