ავტორი:

უკრაინაში აფეთქებები გრძელდება, დაკვამლიანების გამო მეხანძრეებს მუშაობა უჭირთ

უკრაინაში აფეთქებები გრძელდება, დაკვამლიანების გამო მეხანძრეებს მუშაობა უჭირთ

უკრაინაში, ჩერნიგოვის ოლქში მდებარე სამხედრო საწყობში აფეთქებები გრძელდება. სააგენტო Unian წერს, რომ საწყობის ტერიტორიის 10% დაკვამლიანებულია, რაც სამაშველო სამსახურებს მუშაობაში ხელს უშლის.

სამხედრო საწყობში აფეთქებები 9 ოქტომბერს, ღამე დაიწყო. მიზეზი ამ დრომდე უცნობია.

ახლოს მდებარე დასახლებებიდან ხალხის ევაკუაცია გრძელდება. 2014 წლიდან დღემდე უკრაინაში, ეს უკვე მეხუთე ხანძარია, რომელიც სამხედრო საწყობში გაჩნდა.

დილის მონაცემებით, არსენალის გარშემო მდებარე სოფლებიდან 10 ათასი ადამიანი იყო ევაკუირებული. შემთხვევის ადგილიდან 20 კილომეტრის რადიუსში შეჩერებულია ავტომობილებისა და მატარებლების მოძრაობა. ასევე დახურულია საჰაერო სივრცე.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე