ავტორი:

ტრამპი ფიქრობს, რომ ივანკა გაეროში საუკეთესო ელჩი იქნებოდა, თუმცა ნეპოტიზმში დადანაშაულების ეშინია

ტრამპი ფიქრობს, რომ ივანკა გაეროში საუკეთესო ელჩი იქნებოდა, თუმცა ნეპოტიზმში დადანაშაულების ეშინია

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მისი შვილი ივანკა ტრამპი შესანიშნავი იქნება გაერო-ში აშშ-ს ელჩის პოსტზე.

„ივანკა ამ თანამდებობაზე დინამიტის მაგვარი იქნებოდა, თუმცა, ხომ გესმით, მერე ნეპოტიზმში დამადანაშაულებენ. მართლაც, შესანიშნავი იქნებოდა ივანკა ამ თანამდებობაზე. არ ვარ დარწმუნებული, რომ მსოფლიოში ვინმე მასზე უფრო კომპეტენტური იყოს“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ გაერო-ში აშშ-ს ელჩმა ნიკი ჰეილიმ განაცხადა, რომ წლის ბოლოსთვის თავის თანამდებობას დატოვებს.

„ამ წლის ბოლოს ნიკი ჰეილი დატოვებს თავის თანამდებობას. თუმცა, ჩვენ მუდმივად გვექნება კავშირი ერთმანეთთან. ნიკიმ შესანიშნავი სამუშაო განახორციელა“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

აშშ-ს პრეზიდენტმა ასევე უთხრა ნიკი ჰეილის, რომ იმედი აქვს, ის დაბრუნდება მის ადმინისტრაციაში. „იმედი მაქვს, რომ რაღაც მომენტში დაბრუნდები. შეგიძლია შენით აირჩიო თანამდებობა“, - განუცხადა დონალდ ტრამპმა ნიკი ჰეილის.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე