ავტორი:

"ჰიტლერი ჰომოსექსუალიც იყო და ჰეტეროსექსუალიც," - სკანდალური ანგარიშის მიხედვით, ფიურერი გეების ჰოსტელში ცხოვრობდა

"ჰიტლერი ჰომოსექსუალიც იყო და ჰეტეროსექსუალიც," - სკანდალური ანგარიშის მიხედვით, ფიურერი გეების ჰოსტელში ცხოვრობდა

ადოლფ ჰიტლერს „ჰომოსექსუალური შტრიხები ჰქონდა“ და რამდენიმე წლის განმავლობაში ავსტრიაში გეების ჰოსტელში ცხოვრობდა, ამის შესახებ აშშ-ს ცენტრალური დაზვერვის სააგენტოს მასალაშია აღნიშნული.

1943 წლის 70 გვერდიან ანგარიშში, რომელიც პრეზიდენტ ფრანკლინ რუზველტისთვის იყო შედგენილი, ნათქვამია, რომ ჰიტლერი „ჰომოსექსუალიც იყო და ჰეტეროსექსუალიც“. ამავე მასალის მიხედვით, ჰიტლერის მოადგილე, რუდოლფ ჰესი ცნობილი ტრანსგენდერი იყო.

ანგარიში ანთროპოლოგმა ჰენრი ფილდმა შეისწავლა და ფიურერის შესახებ დაწერა ბიოგრაფიული ნაშრომი, სადაც თავმოყრილია ინფორმაცია ჰიტლერის ბავშვობის, განათლების, კვების რაციონის, საყვარელი მუსიკისა და სხვა წვრილმანი დეტალების შესახებაც კი.

ნაშრომში არის ინფორმაცია ჰიტლერის სექსუალური კუთვნილების შესახებაც და ასევე, მოთხრობილია მისი ახალგაზრდობის წლების შესახებაც, როდესაც ავსტრიაში მხატვრობით ცდილობდა თავის გატანას.

დიდი ხნის განმავლობაში არ იყო ცნობილი, რომ ადოლფ ჰიტლერი 1910-დან 1913 წლამდე ვენაში მამაკაცების ჰოსტელში ცხოვრობდა. ამ პერიოდში მას სამსახური არ ჰქონდა, ცდილობდა, საკუთარი ნახატებით ერჩინა თავი. მოგვიანებით კი მამისგან ანდერძით დატოვებული ქონება ერგო და ავსტრიიდან საცხოვრებლად გერმანიაში გადავიდა.

ამერიკის მაშინდელი სადაზვერვო სამსახურის ინფორმაციით, ჰოსტელში ასაკოვანი მამაკაცები ახალგაზრდა ბიჭებთან შესახვედრად დადიოდნენ.

ინფორმაცია ჰიტლერის სექსუალური ცხოვრების შესახებ ამერიკის ხელისუფლებამ ერნსტ სედგვიკ ჰანფსტაენგლისგან გაიგო, გერმანელ-ამერიკელი მამაკაცი 1920-1930-იან წლებში ჰიტლერის ახლო მეგობარი იყო. ის მოგვიანებით ფიურერმა და ნაცისტურმა მთავრობამ აითვალწუნა და იძულებული გახდა, ჯერ ინგლისში გაქცეულიყო, შემდეგ კი აშშ-ში ჩავიდა და რუზველტთან დაიწყო მუშაობა. ამერიკის ხელისუფლებას ჰიტლერის ყოფილი მეგობარი გერმანიის ხელისუფლების ლიდერების შესახებ დეტალურ ინფორმაციას აწვდიდა.

ანგარიშის მიხედვით, ჰიტლერი და ჰესი ერთმანეთთან ძალიან ახლოს იყვნენ. ფიურერის მოადგილეს პარტიაში მოიხსენიებდნენ როგორც „ქალბატონ ანას“ (Fraeulein Anna) და ასევე, ცნობილია, რომ ჰესი მეჯლისებს ქალის კაბებში ჩაცმული ესწრებოდა.

ანგარიშში ჰიტლერი დახასიათებულია როგორც „სადო-მაზოხისტი მამაკაცი, რომელსაც ჰომოსექსუალული შტრიხებიც ჰქონდა“.

„მისი სექსუალური ცხოვრება, პოლიტიკურის მსგავსად, ორსახოვანი იყო - ის არის ჰომოსექსუალიც და ჰეტეროსექსუალიც, სოციალისტიც და მგზნებარე ნაციონალისტიც, კაციც და ქალიც,“ - წერს ფილდი ნაშრომში.

გრაგნილები, რომელთა შესწავლის შემდეგ, ისტორიის გადაწერა იქნება საჭირო - რას აცხადებენ მეცნიერები?

13 მარტის ახალმთვარეობაა - ზოდიაქოს რომელი ნიშნებისთვის იქნება ეს დღე მნიშვნელოვანი და რა უნდა გაითვალისწინონ?

გიგი და რატი გაჩეჩილაძეების დედა, მოცეკვავე ლარისა გაჩეჩილაძე გარდაიცვალა - "რთულია სიტყვებით გადმოსცე უდიდესი ტკივილი"