ავტორი:

ბრიტანეთი სამეფო ქორწილის მოლოდინში - პრინცესა ხვალ ჯვარს დაიწერს

ბრიტანეთი სამეფო ქორწილის მოლოდინში - პრინცესა ხვალ ჯვარს დაიწერს

ბრიტანეთის სამეფო ოჯახი წელს უკვე მეორედ ემზადება ქორწილისთვის. ხვალ დედოფლის შვილიშვილი, პრინცესა იუჯინი ჯეკ ბრუკსბენკზე დაქორწინდება.

ცერემონიალის დროს უსაფრთხოების დასაცავად ქვეყნის ბიუჯეტიდან 2 მლნ ფუნტამდეა გამოყოფილი. ქუჩებში მობილიზებული იქნება პოლიციის დამატებითი ძალები, ასევე - მაძებარი ძაღლები.

ჰარის ბიძაშვილმა მომავალი ქორწილის შესახებ იანვარში განაცხადა. იუჯინი და ჯეკი ნიკარაგუაში დაინიშნენ.

ჯერჯერობით პრინცესას საქორწილო კაბის შესახებ არაფერია ცნობილი. მეგანის მსგავსად, იუჯინის კაბასაც საზოგადოება პირველად ხვალ, ცერემონიის დაწყებისას იხილავს. მეჯვარე კი, სავარაუდოდ, პატარძლის და, ბეატრისი იქნება.

ქორწილს, ცხადია, სამეფო ოჯახი სრული შემადგენლობით დაესწრება. საერთო ჯამში კი წყვილმა ცერემონიალზე დასასწრებად 1200 ადამიანი დაპატიჟა.

როგორც წესი, სტუმრების სია ქორწილამდე ცნობილი არ არის ხოლმე, თუმცა ჯვრისწერას აუცილებლად დაესწრებიან იუჯინის ბებია და ბაბუა, დედოფალი ელისაბედი და პრინცი ფილიპი; პრინცესას მშობლები - იორკის ჰერცოგი და სარა ფერგიუსონი (განქორწინების მიუხედავად, წყვილი შესანიშნავ ურთიერთობას ინარჩუნებს); პრინცი უილიამი და ქეით მიდლტონი, პრინცი ჰარი და მეგან მარკლი; პრინცესას ბიძაშვილი ზარა და მისი ქმარი, მაიკ ტინდალი.

პრინცი ჩარლზი ქორწილს ცოლის გარეშე დაესწრება, რადგან კამილას სხვა ღონისძიება აქვს დაგეგმილი.

ცერემონიალზე ორ სიმღერას სამეფო ორკესტრთან ერთად იტალიელი კომპოზიტორი და მომღერალი, ანდრეა ბოჩელი შეასრულებს.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე