ავტორი:

კადიროვის მიერ ჰაბიბ ნურმაგომედოვისთვის ნაჩუქარი 2018 წლიანი მერსედესი რუსული მედიის განხილვის საგანი გახდა

კადიროვის მიერ ჰაბიბ ნურმაგომედოვისთვის ნაჩუქარი 2018 წლიანი მერსედესი რუსული მედიის განხილვის საგანი გახდა

სპორტსმენ ჰაბიბ ნურმაგომედოვისთვის ჩეჩნეთის ლიდერის რამზან კადიროვის ნაჩუქარმა მერსედესმა რუსულ მედიაში აჟიოტაჟი გამოიწვია. ავტომანქანა, რომლის ფასი დაახლოებით 6 მილიონ რუბლს (60 ათასი დოლარი) შეადგენს, ჩეჩნეთის ლიდერმა შერეულ ორთაბრძოლაში მებრძოლი აჰმად კადიროვის ფონდიდან შეიძინა და გარდა ამისა, სპორტსმენს სხვა ძვირფასი საჩუქრებიც გადასცა.

როგორც ცნობილია, 7 ოქტომბერს, ლას-ვეგასში შერეული ორთაბრძოლის ვარსკვლავები, დაღესტნელი ჰაბიბ ნურმაგომედოვი და ირლანდიელი კონორ მაკგრეგორი ერთმანეთს შეხვდნენ. მთავარი ბრძოლის გამარჯვებული ხაბიბ ნურმაგომედოვი გახდა... დაღესტანელი მებრძოლისთვის ეს რიგით 27-ე გამარჯვება იყო.

ბრძოლის პირდაპირი ტრანსლაცია მახაჩყალას ცენტრალურ ქუჩაში გადაიცემოდა... ქალაქში დაბრუნების შემდეგ ნურმაგომედოვს ადგილობრივი "ანჟი არენას" სტადიონზე ფანკლუბის წევრები დახვდნენ. დაღესტნელ სპორტსმენს გამარჯვება ვლადიმერ პუტინმაც მიულოცა.

"11 ოქტომბრის ნურმაგომედოვი გროზნოში ჩავიდა, სადაც მას რესპუბლიკის ლიდერი დახვდა... კადიროვმა მის პატივსაცემად საზეიმო ვახშამიც მოაწყო, რა დროსაც UFC–ის ჩემპიონს მერსედესის მარკის ავტომანქანის ბოლო მოდელის გასაღები გადასცა... თუმცა კადიროვს არ დაუკონკრეტებია, რა მოდელს ჩუქნიდა გამარჯვებულს, რამაც მაშინვე გააჩინა ეჭვები, თუ საიდან აქვს ჩეჩნეთის რესპუბლიკის ლიდერს ამხელა ფინანსები და როგორ ხარჯავს ის რუსეთის ფედერაციის ბიუჯეტს," - წერს kavkaz-uzel.eu.

რუსული მედიის ცნობით, გროზნოს მერმა იბრაგიმ ზაკრიევმა ნურმაგომედოვი ქალაქის საპატიო მოქალაქის ტიტულით დააჯილდოვა.

რაც შეეხება ავტომობილს, რომელიც დაღესტნელმა მებრძოლმა კადიროვისგან საჩუქრად მიიღო - რუსულმა მედიამ უკვე გაავრცელა ავტომანქანის ფოტო, სადაც Mercedes W222 ჩანს. რუსები სოციალური ქსელში წერენ, რომ 2018 წელს გამოშვებული მანქანის ღირებულება 6 270 000 რუბლიდან იწყება და 17 100 000–მდე ადის.

"შავი, ცხადია, უფრო ძვირი ღირს... რა უნდა კადიროვს, უფრო სწორად, რა უნდა პუტინს და მის ხის თოჯინას? რა სურთ, რომ დაგვიმტკიცონ, ჩვენია ეს ქვეყანა და როგორც გვინდა ისე მოვიხმართო, უმძიმესი სიციალური ფონი სულაც არ გვაღელვებსო?.." - წერენ რუსები სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, დოტაციების მიღების მხრივ დაღესტანი ფედერალური ბიუჯეტიდან მიღებული 59,06 მილიარდი რუბლით მესამე ადგილზეა. ჩეჩნეთში ეკონომიკური ვითარება ბოლო ორი წელია გაუმჯობესდა და ის 27, 08 მილიარდი რუბლით, მაღალდოტაციური რესპუბლიკების ხუთეულში შევიდა.

კორონავირუსით დაინფიცირებულმა ჩინელმა ქალმა ჯანმრთელი ბავშვი გააჩინა

"ქალები ძალადობაზე არ ჩივიან, თუ მამაკაცი სიმპათიურია" - ეკვადორის პრეზიდენტმა სექსისტური განცხადების გამო ბოდიში მოიხადა

რუსეთმა ჩინეთთან სარკინიგზო მიმოსვლა შეწყვიტა, ჰონგ-კონგში კი, ჩინეთთან საზღვრის სრულად ჩაკეტვის მოთხოვნით, ექიმები გაიფიცნენ