ავტორი:

მეგან მარკლი ორსულად არის - ბუკინგემის სასახლე ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს

მეგან მარკლი ორსულად არის - ბუკინგემის სასახლე ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს

მეგან მარკლი ორსულად არის, ამის შესახებ „დეილი მეილი“ წერს.

ინფორმაცია ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, რაც ჰარი და მეგანი ავსტრალიაში ჩაფრინდნენ. სიდნეიდან წყვილი დაქორწინების შემდეგ პირველ საერთაშორისო ტურნეს იწყებს.

პრინცი და მისი ცოლი ხელჩაკიდებულები გამოჩნდნენ. თვითმფრინავიდან გადმოსვლის შემდეგ მეგანი ცდილობდა, მუცელი დაეფარა საქაღალდეებით, რომელიც ხელში ეჭირა.

ვიდეო - ნახეთ, რამხელა კორტეჟმა გააცილა ავსტრალიაში ჩასული მეგანი და ჰარი დანიშნულების ადგილამდე

მეგანის ორსულობასთან დაკავშირებით განცხადება ბუკინგემის სასახლემ გაავრცელა. სასახლის წარმომადგენლის თქმით, წყვილს შვილი 2019 წლის გაზაფხულზე შეეძინება.

„მისი სამეფო უდიდებულესობა აფასებს მხარდაჭერას, რასაც დაქორწინების შემდეგ მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში მცხოვრები ხალხისგან იღებს და მოხარულია, სიახლე ყველას გაუზიაროს.

დედოფალი, ედინბურგის ჰერცოგი, უელსის პრინცი, კორნვოლის ჰერცოგინია, კემბრიჯის ჰერცოგი და ჰერცოგინია ახალი ამბით აღტაცებულები არიან და საშუალება მიეცათ, პარასკევს, ქორწილის დროს წყვილისთვის პირადად მიელოცათ.

ამბით, ასევე, ძალიან გახარებულია ქალბატონი დორია რეგლანდი და მოუთმენლად ელოდება პირველი შვილიშვილის დაბადებას,“ - აღნიშნულია ოფიციალურ განცხადებაში.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე