ავტორი:

მირზა სუბელიანის სუიციდის მცდელობასთან დაკავშირებით, სასჯელაღსრულება განცხადებას ავრცელებს

მირზა სუბელიანის სუიციდის მცდელობასთან დაკავშირებით, სასჯელაღსრულება განცხადებას ავრცელებს

სპეციალური პენიტენციური სამსახური ადასტურებს, რომ გუშინ საღამოს, 2018 წლის 15 ოქტომბერს, ბრალდებულ მირზა სუბელიანის მხრიდან სუიციდის მცდელობას ჰქონდა ადგილი, რაც სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაციის მიერ დროულად აღიკვეთა.

„მოცემულ ფაქტზე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტმა გუშინ საღამოსვე დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით.

ღამის განმავლობაში პატიმარს გაეწია შესაბამისი სამედიცინო დახმარება, ხოლო დღეს დილით მას კონსულტაცია გაუწიეს ფსიქოლოგმა და ფსიქიატრმა“, - ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებით, ბრალდებული იყო და არის სულიერად აღელვებული, მაგრამ ის იმყოფება სამედიცინო პერსონალის ზედამხედველობის ქვეშ და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

იმის შესახებ, რომ მირზა სუბელიანს გუშინ სუიციდის მცდელობა ჰქონდა პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსნის ადვოკატმა ეკა ხუციშვილმა გლდანის Nმე-8 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ, ჟურნალისტებთან განაცხადა. ეკა ხუციშვილის თქმით, მირზა სუბელიანის ფსიქოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, მისი გამოკითხვა ვერ მოხერხდა.

ადვოკატის თქმით, არ არის გამორიცხული, რომ მირზა სუბელიანი ჩანაწერებშიც მსგავს სულიერ მდგომარეობაში ყოფილიყო.

"მირზა სუბელიანი არის სტრესულ მდგომარეობაში. მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობის გამო, გამოკითხვა ვერ მოხერხდა. რაც შეეხება ჩანაწერების დეტალებს, მას ამაზე არც ჩვენთან უსაუბრია, ვინაიდან შეუძლებელი იყო მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე. ის არის ძალიან სტრესულ მდგომარეობაში. არც იმ ფაქტს არ დაგიმალავთ, რომ მას გუშინ ჰქონდა სუიციდის მცდელობა. აქედან გამომდინარე, მასთან ფიზიკურად გამოკითხვა ვერ ჩატარდა. ეს ოთხი თვეა სამარტოო საკანშია. ამასთან, ამ ყველაფერმა იმოქმედა და მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაშია.

არ გამოვრიცხავ, რომ ამ ჩანაწერის დროსაც ასეთ მდგომარეობაში იყო, თუმცა ეს ჩემი აზრია," - განაცხადა ეკა ხუციშვილმა.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს