ავტორი:

"ბადრი ვინ ჩემი ყ... პრეზიდენტის ბრძანებას გადაახტება ვინმე?" - რაზე ესაუბრება "მასტერა" პატარკაციშვილის დაცვის წევრს აუდიოჩანაწერში

"ბადრი ვინ ჩემი ყ... პრეზიდენტის ბრძანებას გადაახტება ვინმე?" - რაზე ესაუბრება "მასტერა" პატარკაციშვილის დაცვის წევრს აუდიოჩანაწერში

საქართველოს პროკურატურის მიერ გახსნილია ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტი - ამის შესახებ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.

საგამოძიებო უწყებაში წარადგინეს ორი აუდიოჩანაწერი - ერთ-ერთზე "მასტერას" იგივე გია დგებუაძის და პატარკაციშვილის დაცვის თანამშრომლის საუბარია ჩაწერილი, მეორეზე კი - კუდ-ის ყოფილ მაღალჩინოსნების ლევან ქარდავას, რევაზ შიუკაშვილისა და გიორგი მერებაშვილის საუბარი გია დგებუაძესთან.

პროკურატურის ინფორმაციით, "ერთ-ერთი ბრალდებულის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის დროს, აღმოჩენილ იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილი ხმის ჩამწერი მოწყობილობა, რომელზედაც ჩატარებული ექსპერტიზით დადგინდა, რომ 2007 წლის 4 და 5 თებერვლის ორი ჩანაწერი, კონკრეტული პირის ლიკვიდაციის მომზადების საკითხს შეეხებოდა".

პროკურატურის განცხადებაში ნათქვამია: "2007 წლის 4 თებერვლის ჩანაწერში კუდის მაღალჩინოსანი გ.დ. ესაუბრება ბადრი პატარკაციშვილის დაცვის წევრს და მის გადმობირებას ცდილობს. საუბრისას გ.დ. ადასტურებს, რომ მკვლელობის მომზადების საკითხი სანქცირებულია საქართველოს იმდროინდელი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ, რადგან ბადრი პატარკაციშვილი მათი პოლიტიკური ოპონენტი და ხელისუფლების დაუძინებელი მტერია. ჩანაწერის მიხედვით, ასევე დგინდება, რომ ლიკვიდაცია კუდ-მა უნდა განახორციელოს".

ჩანაწერში, "მასტერა" პატარკაციშვილის დაცვის თანამშრომელს პატარკაციშვილის ოქროყანის რეზიდენციაში შესვლის გეგმაზე ესაუბრება:

"მე მაინტერესებს მაგისი პოვრები, დაცვის განლაგება, სათვალთვალო კამერები სად აყენია - კაროჩე ყველაფერი, როგორ შეიძლება შიგნით შესვლა, ოქროყანაში... ეს საქმე ჩასატარებელია და მე ერთ რამეს გირჩევ, შანსი არ გაუშვა - ჩათვალე ეს საქმე გაკეთდება და შენ მონაწილეობით ცხოვრებას იწყობ! ერთხელ და საბოლოოდ იქნები კაცი... თან შენგან ბევრი არაფერია საჭირო, ელემენტარული ინფორმაცია, რა ხდება შიგნით.

ვინ ჩემი ყ... ბადრი? სახელმწიფო ვინ არის? ჩვენ ვართ - შსს, პროკურატურა, პრეზიდენტი და ჩვენ ვწყვიტავთ. ეს სერიოზული საქმეა და სერიოზულ დონეზეა მიღებული გადაწყვეტილება..." - ამბობს ჩანაწერში დგებუაძე.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს