ავტორი:

იტალიაში დააკავეს ორი ქართველი, რომლებსაც არალეგალი მიგრანტები უკანონოდ გადაჰყავდათ

იტალიაში დააკავეს ორი ქართველი, რომლებსაც არალეგალი მიგრანტები უკანონოდ გადაჰყავდათ

იტალიაში დააკავეს ორი ქართველი მამაკაცი, რომლებსაც არალეგალი მიგრანტების უკანონო გადაყვანაში ედებათ ბრალი.

იტალიელმა სამართალდამცველებმა ტრეფიკიორები 18 ოქტომბერს, გამთენიისას დააკავეს, მაშინ როცა 14-მეტრიანი ნავით, იტალიის საზღვაო საზღვარი გადაკვეთეს, ლეჩეს პროვინციაში ქალაქ გალაპოლში შევიდნენ და სანაპიროდან უახლოესი დასახლებისაკენ აიღეს გეზი. ნავში 71 არალეგალი იმყოფებოდა, რომლებიც დაუდასტურებელი ინფორმაციით პაკისტანელები არიან. შემთხვევის შესახებ იტალიური მედია წერს.

კარაბინერებისა და ფინანსური პოლიციის ერთობლივი ოპერაციის შედეგად, მოხდა ნავის კონფისკაცია და მიგრანტების დროებითი განთავსების ცენტრში გადაყვანა, სადაც ამჟამად მათი იდენტიფიცირება მიმდინარეობს. ჯერჯერობით დაუდგენელია, ჰყავდათ თუ არა ქართველ ტრეფიკიორებს თანამონაწილე ნავზე, რომელიც შესაძლოა თავს მიგრანტად ასაღებდეს.

თავად დაკავებულები, თავს უდანაშაულოდ მიიჩნევენ. მათი განცხადებით, იმ კონკრეტულ მომენტში, სანაპიროზე შემთხვევით აღმოჩნდნენ. გამოძიება გრძელდება და ამ ეტაპზე ეჭვმიტანილთა დაკითხვა მიმდინარეობს.

ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, ეს, ამავე ბრალდებით ქართველების დაკავების, მესამე შემთხვევაა.

სექტემბერში სასაზღვრო პოლიციამ, ფაქტზე აიყვანა ქართველი მამაკაცი, რომელსაც ზემოთ აღნიშნულ რეგიონში, ირანელი და ერაყელი ცხრა მიგრანტი გადაჰყავდა არალეგალურად. მათ შორის, ორი ქალი და ერთი - არასრულწლოვანი. ასევე, ივლისის თვეში არალეგალური მიგრაციის ხელშეწყობის ბრალდებით, უკრაინელებთან ერთად დააკავეს ქართველი ტრეფიკიორები. იტალიური მედიის ინფორმაციით, ისინი 5 000 ევროს სანაცვლოდ, 69 არალეგალი პაკისტანელის თურქეთიდან იტალიის ტერიტორიაზე გადაყვანას ცდილობდნენ.

საგულისხმოა ის ფაქტი, რომ იტალიაში, წლების მანძილზე, ქართველებს ძირითადად ბინებისა და წვრილმანი ქურდობის ბრალდებით აკავებდნენ, ტრეფიკინგში ქართველების მონაწილეობა კი აქამდე არასდროს აღნიშნულა.

იმ პოლიტიკური მოვლენების ფონზე, რაც უკანასკნელი არჩევნების შემდეგ იტალიაში განვითარდა, როდესაც ხელისუფლებაში მემარჯვენე ოპოზიცია მოვიდა და რომელიც უცხოელების და განსაკუთრებით კრიმინალი უცხოელების მიმართ, ძალიან აგრესიულადაა განწყობილი, დაკავებული პირების მდგომარეობა, არცთუ სახარბიელო უნდა იყოს.

2018 წლის 28 თებერვლის მონაცემებით, იტალიის სასჯელაღსრულების 190 დაწესებულებაში, 58 163 პირი იხდის სასჯელს, აქედან 19 765 უცხოელია, მათ შორის, 175 ქართველი. ქართველ პატიმრებს შორის, 4 ქალია.

ნინო მამუკაძე, AMBEBI.GE-სთვის სპეციალურად იტალიიდან

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე