ავტორი:

მამის მკვლელობაში ბრალდებული ხაჩატურიანები გაათავისუფლეს - რას ამბობს გოგონების დედა

მამის მკვლელობაში ბრალდებული ხაჩატურიანები გაათავისუფლეს - რას ამბობს გოგონების დედა

მოსკოველი დები ხაჩატურიანები, რომლებსაც მამის მკვლელობა ედება ბრალად, ციხიდან გათავისუფლებულები არიან და შინაპატიმრობაში იმყოფებიან. გოგონების მამიდებმა მათი დაკავება კვლავ მოითხოვეს, თუმცა მოსკოვის სასამართლომ ბრალდებულების ციხეში დაბრუნებაზე 2 დღის წინ უარი განაცხადა.

გოგონების დედამ, აურელია დუნდუკმა შვილების მდგომარეობაზე ისაუბრა. მისი თქმით, უმცროსი შვილი - მარია დედასთან ერთად ცხოვრობს, რადგან არასრუწლოვანია; უფროსები კი - კრისტინა და ანგელინა ცალ-ცალკე არიან, დედა მათ ტელეფონით ესაუბრება, დებს ერთად ცხოვრების ნება არ მისცეს.

„მე მათ შევხვდი, ძალიან ბედნიერი წუთები იყო, დიდხანს ვეხუტებოდით ერთმანეთს. თუმცა არ შემიძლია უმცროსი შვილის დატოვება და ამიტომ უფროსებთან ღამით ვერ ვრჩები. გათავისუფლების დღეს მათ ისტერიკა ჰქონდათ, თუმცა ყველაფერმა გაიარა... გოგონები ძლიერები არიან და მეც მაძლიერებენ,“ - აღნიშნა აურელიამ.

ხაჩატურიანებს აქვთ უფლება, ეკონტაქტონ იმ პირებს, ვინც მკვლელობის საქმეში არ ფიგურირებენ. მათ შეუძლიათ, ესაუბრონ მეგობრებს, მასწავლებლებს... თუმცა, გოგონებს კვლავ ეკრძალებათ დაზარალებულის ახლობლებსა და მოწმეებთან შეხვედრა, ისევე, როგორც - ერთმანეთის ნახვა.

გოგონების დედის თქმით, ორი უმცროსი დის სკოლაში სწავლის საკითხი ჯერ მოგვარებული არ არის, სასწავლო დაწესებულებებიდან პასუხს კვლავ ელოდებიან. აურელია ამბობს, რომ თავდაპირველად გოგონებს ქუჩაში გასვლა სრულებით არ უნდოდათ და ეშინოდათ, რომ მათ იცნობდნენ და რამეს ეტყოდნენ.

„პირველად რომ გამოვედით, ძალიან გვეშინოდა. ჩვენთან არავინ მოსულა, არავის არაფერი უკითხავს. შეიძლება გვცნობენ, მაგრამ არ უნდათ, მეტი ტკივილი მოგვაყენონ. სადაც ჩვენ ვცხოვრობთ, იმ უბანში ყველამ იცის, რაც მოხდა და მშვიდი დამოკიდებულება აქვთ,“ - ამბობს ხაჩატურიანების დედა.

საქმეზე სასამართლო პროცესი გრძელდება. დუნდუკი ვარაუდობს, რომ ბრალი გადაკვალიფიცირდება. აურელიას უჭირს იმისი წარმოდგენაც კი, რა დაემართებათ შვილებს, თუ კოლონიაში გაგზავნიან.

„ოჯახის გოგონები არიან, მათი ცხოვრება ისედაც დანგრეულია. როგორები გამოვლენ კოლონიიდან? წარმოდგენაც კი არ მინდა...“ - ამბობს ხაჩატურიანების დედა.

სამმა დამ მამა მიხაილ ხაჩატურიანი 27 ივლისს მოკლა. მათ მამაკაცს დანით მრავლობითი ჭრილობები მიაყენეს. გამოძიებას გოგონებმა უთხრეს, რომ მამა სასტიკად ეპყრობოდა და თავის გასათავისუფლებლად მოკლეს.

რამზან კადიროვის რეკომენდაცია ისრაელს - "ნუ აშინებთ თქვენს მოქალაქეებს არარსებული ჩეჩენი ტერორისტებით"

კორონავირუსის საწინააღმდეგო "ასტრაზენეკას" ვაქცინას სახელი შეუცვალეს - რა ჰქვია ვაქცინას ამიერიდან

ოცნების სამსახური ღვინის მოყვარულებისთვის კალიფორნიაში - "თქვენს განკარგულებაშია უფასო საცხოვრებელი, 100 000 დოლარი და უსაზღვრო რაოდენობის ღვინო“