ავტორი:

"გაასმაგებულია მუშაობა, ღამეებს ვათენებთ, დაუვიწუყარი ნახევარფინალი გველის" - რას ყვება მემე "დიდი სცენის" კულისებსა და ჟიურიზე

"გაასმაგებულია მუშაობა, ღამეებს ვათენებთ, დაუვიწუყარი ნახევარფინალი გველის" - რას ყვება მემე "დიდი სცენის" კულისებსა და ჟიურიზე

მარიამ ჟორდანიას, იმავე მემეს „დიდ სცენაში“ ყველაზე მეტად გაუმართლა, რადგან აქამდე ჩვენში არსებული კონკურსებიდან, რაშიც მიუღია მონაწილეობა, ლაივებამდეც ვერ მიდიოდა. ახლა კი ნახევარფინალისთვის ემზადება. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან იღლება, ბედნიერია, რომ ჯერჯერობით ასე კარგადაა ყველაფერი!

AMBEBI.GE მარიამ ჟორდანიას ესაუბრა:

„კონკურსში მონაწილეობა დიდი სტრესი და გადაღლაა, ყოველდღე რეპეტიციები, გადაღებები გვაქვს, მაგრამ, ამ ყველაფრის გადალახვაში, ყველა ერთმანეთს ისე ვეხმარებით, რომ მიადვილდება ამ ეტაპების გავლა. თუმცა სახლში როცა მივდივარ, ვისვენებ, ვცდილობ, სწორად ვიკვებო, ვმედიტირებ, რომ ჩემს ორგანიზმს ხელი შევუწყო, მზად იყოს ამ გადატვირთული რეპეტიციებისთვის, რთული რეჟიმისა და გრაფიკისთვის“ - გვეუბნება მარიამი, რომელიც კითხვებზე - თუ რა შესძინა „დიდმა სცენამ“ - რით არის ეს კონკურსი დანარჩენისგან გამორჩეული და როგორი ურთიერთობა აქვს კონკურსანტებთან, რეალურად კი კონკურენტებთან, - ასე გვპასუხობს: „ეს ის კონკურსია, რომელიც ყველაზე თბილად და ტკბილად გამახსენდება და არასოდეს დამავიწყდება... რაც შეეხება კონკურსანტებს, პირველ რიგში, ჩვენ მეგობრები ვართ. არ ვცდილობთ, რომ ერთმანეთს შევეჯიბროთ, გამოვდივართ სცენაზე, მაქსიმუს ვდებთ და ეს არის ის, რისი გაკეთებაც შეგვიძლია. ვიმეორებ, ერთმანეთთან ძალიან დავახლოვდით და დავმეგობრდით, რეპეტიციების მიღმაც სულ ერთად ვართ და დროს ერთად ვატარებთ, ყოველ კვირა დღეს კი, ლაივის შემდეგ, ერთამანეთის წარმატებას აღვნიშნავთ, რადგან გვიხარია“.

მარიამს ჟიურიდან გიორგი ცაგარელის შეფასებები, თურმე, ყველაზე მეტად აფიქრებს: „საერთოდ, ჟიურის წევრებთან ძალიან დავახლოვდით და კარგი ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა, სამი საუკეთესო მუსიკოსი გვაფასებს, რაც ჩვენთვის დიდი პატივია და მართლა ძალიან გაგვიმართლა... ჩემი აზრით, მათგან გიორგი ცაგარელი დეტალებზე მეტად ამახვილებს ყურადღებას, რაც ძალიან დასაფასებელია და ჩემთვის მისი ყველა კომენტარი გასათვალისწინებელია. იმის გამო, რომ იმ მომენტში ეიფორიაში ვარ, დიდად ვერც აღვიქვამ, რას მეუბნება, მერე ჩანაწერს ვახვევ და ვუსმენ. ყველაფერი სიმართლეა, მგონია, რომ კარგად უკვირდება დეტალებს, ეს მნიშვნელოვანია.

- როგორ ემზადები ნახევარფინალისთვის და საერთოდ ყოველი ლაივისთვის?

- გაასმაგებულია მუშაობა, ყოველი ლაივის წინ მართლა მაქსიმუმს ვდებთ, ღამეებს ვათენებთ, ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ხარისხიანი ლაივი გამოვიდეს. ახლა დაუვიწყარი ნახევარფინალი გველის, იმიტომ, რომ ეს იქნება რაღაც განსხვავებული ტური.

- რა მოლოდინი გაქვს?

- მოლოდინი მაქვს, რომ ფინალში გადავალ. ძალიან მინდა ფინალში მოხვედრა და ამისთვის ყველაფერს ვაკეთებ. ვცდილობ, ადამიანებს ხმა მივაწვდინო, რომ დამირეკონ, ახლა ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ფინალში გადავალ და პროექტის ამ სეზონის ბოლო რეპეტიციასაც დავესწრები.

- პროექტის მანძილზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება რა იყო შენთვის?

- ამ კონკურსზე დიდი შთაბეჭდილება ის არის, რომ საუკეთესო ადამიანები შევიძინე ჟიურის წევრების, პროექტის სტაფის, ათეულის სახით. მათთან ერთად, ისეთი რამეები გამოვიარე, რასაც ვერსადროს ვიფიქრებდი. ამ პროექტში ახალი ცხოვრების ეტაპი დაიწყო, ახალი ადამიანებით, რომლებიც აქ შევიძინე. ვიცი, დავეხმარებით ერთმანეთს იმაში, რომ ახალი თაობის მუსიკა შევქმნათ.

- მაყურებელს, გულშემატკივარს რას ეტყოდი?

- მათი მხარდაჭერა, კარგი კომენტარი და ზარი ჩემთვის მართლა ყველაფერს ნიშნავს. გამიხარდება, თუ ყველა ჩემი გულშემატკივარი ჩემს მხარდაჭერაში თავის წვლილს შეიტანს და დამირეკავს კვირა საღამოს ნომერზე 032 277 9915. არც კი იციან, ამით ადამიანის ცხოვრების შეცვლა როგორ შეუძლიათ, ამ შემთხვევაში, ჩემი ცხოვრების. ჩემთვის კი ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული გულშემატკივარი ინდივიდუალურად.

ქეთა თოფურიას რომანტიკული არდადეგები შეყვარებულთან ერთად - რა ფოტოს აქვეყნებს მომღერალი

აფხაზებისა და ქართველების ურთიერთობაზე ახალი ფილმი: "ზღვის ორი ნაპირი" - "გვინდა, ჩვენს აფხაზ ძმებს დაველაპარაკოთ და არა ოკუპანტებს"

"ორსულობის პერიოდში ლამის 40 კგ-ს ვიმატებ" - რუსა ჩაჩუას დიეტა და იდეალური ფორმის საიდუმლო