გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მომდევნო დღეების განმავლობაში საქართველოში თბილი ამინდია მოსალოდნელი.
კერძოდ, 19-20 ოქტომბერს საქართველოში შენარჩუნებული იქნება შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი, ხოლო 21-22 ოქტომბერს ცალკეულ რაიონში შესაძლოა მცირე წვიმა აღინიშნოს.
სინოპტიკოსების პროგნოზით, ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +21, +26 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.
თბილისში 21-22 ოქტომბერს შესაძლებელია მცირე წვიმა. ჰაერის ტემპერატურა +23, +25 გრადუსი იქნება.