ავტორი:

ზურაბ ჯაფარიძე გაათავისუფლეს : "ტანსაცმლის ყველა კუთხე-კუნჭული შეამოწმეს"

ზურაბ ჯაფარიძე გაათავისუფლეს : "ტანსაცმლის ყველა კუთხე-კუნჭული შეამოწმეს"

პოლიციის სამმართველოში გადაყვანილი ზურაბ ჯაფარიძე გაათავისუფლეს. როგორც ზურაბ ჯაფარიძემ პოლიციის სამმართველოსთან ჟურნალისტებს განუცხადა, ის სამმართველოში შეამოწმეს და მისი პირადი ჩხრეკა ჩაატარეს.

„სკურპულოზურად ჩაატარეს ჩემი პირადი ჩხრეკა. ტანსაცმლის ყველა კუთხე-კუნჭული შეამოწმეს, მათ შორის ფეხსაცმელები და წინდებიც კი. არაფერი არ მქონდა, ვუთხარი, რომ რაც მქონდა ყველაფერი დავარიგე. ამის შემდეგ იყო საკამოდ ვრცელი გამოკითხვა. სისხლის სამართლის საქმე აქვთ აღძრული და ამ გამოძიების ფარგლებში გამომკითხეს დეტალურად, როგორ დავაორგანიზე ფესტივალი, რას ვაპირებდი, „ჯოინთი“ რას ნიშნავს. საბოლოო ჯამში, ეს დაკითხვა იმით დასრულდა, რომ მითხრეს სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, გაგრძელდება გამოძიება“, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე, მის საპრეზიდენტო კანდიდატურას ხომ არ ექმნება საფრთხე, ჯაფარიძემ უპასუხა, რომ გამოკითხვის დროს ვიღაცები კორიდორში დარბოდნენ და იძახდნენ ცესკოს შევატყობინოთო.

„წარმოდგენა არ მაქვს ეს რას ნისნავს“, - განაცხადა ჯაფარიძემ და დასძინა, „მე მგონი ასე მარტივად ვერ მომხსიან“.

შეგახსენებთ, რომ „გიჩის“ დამფუძნებელი ზურაბ ჯაფარიძე და კიდევ რამდენიმე მხარდამჭერი პოლიციის სამმართველოში დღეს „დედაენის ბაღში“ „კანაფის ლეგალიზაციის ფესტივალიდან“ გადაიყვანეს.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს