გორში წმინდა წყლის დასახლების ტერიტორიაზე, სადაც გარდაცვლილი გოგონას ცხედარი იპოვეს, ახლობლები, აღნიშნული დასახლების მცხოვრებლები და ოჯახის ნათესავები არიან შეკრებილი. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები და ექსპერტ-კრიმინალისტები იმყოფებიან. გარდაცვლილი ბავშვის ნათესავები ცხედართან მისვლას ცდილობენ, რის გამოც პერიმეტრზე განლაგებულ სამართალდამცველებთან სიტყვიერი დაპირისპირებაც მოუვიდათ.
გამოძიების ოფიციალური ვერსია ცნობილი არ არის. ახლობლები ვარაუდობენ, რომ შესაძლოა მოზარდს ავტომანქანა დაეჯახა და შემდეგ ცხედარი ამ ადგილას, მდინარის სიახლოვეს მიიტანეს. ამ ვერსიის მოტივად გარდაცვლილის ახლობლები იმ ფაქტს ასახელებენ, რომ ტერიტორია, სადაც ცხედარი იპოვეს, მანამდე რამდენჯერმე დაათვალიერეს.
ცხედარი ექსპერტიზის ბიუროში ჯერ არ გადაუსვენებიათ. ადგილზე საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შემდეგ მოხდება ცხედრის გადასვენება ლევან სამხარაულის სახელობის ექსპრეტიზის ბიუროს გორის განყოფილებაში. ადგილზე იმყოფებიან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც.