ავტორი:

მოკლული გოგონას ბაბუა - "დაკავებული, სავარაუდოდ, პედოფილია - სახალხოდ უნდა დავწვათ!"

მოკლული გოგონას ბაბუა - "დაკავებული, სავარაუდოდ, პედოფილია - სახალხოდ უნდა დავწვათ!"

გორში მოკლული 8 წლის გოგონას ბაბუის, ხვიჩა ბერიაშვილის ვარაუდით, პირი, რომელიც ბავშვის მკვლელობის საქმეზე დააკავეს, სავარაუდოდ, პედოფილია. ბერიაშვილის თქმით, დაკავებული გორის მუნიციპალიტეტიდანაა.

"სავარაუდოდ, პედოფილი იყო, ნასამართლევია. ალბათ, შემოაკვდა ბავშვი. ჩვენ რომ ვეძებდით, სავარაუდოდ, მაგ დროს ურიკით ჩამოატარა აქ... ეს გამაპატიოსნებინეთ და მერე ნახეთ სკანდალი. სახალხოდ უნდა დავწვათ - დედა, მამა, ძმა... ყველაფერი გაირკვევა" - განცხადა გარდაცვლილის ბაბუამ.

მომხდარ ტრაგედიაზე kvirispalitra.ge-მ ახალი დეტალები გაარკვია. მოკლული გოგონას ბაბუის თქმით, ბრალდებულმა ბავშვი სახლში შეიტყუა.

"ბავშვი უცხო ხალხთან არ შედიოდა კონტაქტში, ერთადერთი ცხოველები უყვარდა ძალიან და შეიძლება ამიტომ გაჰყოლოდა ვინმეს... შეიძლებოდა ეთქვათ, ძაღლს განახებო და ამით შეეტყუებინათ... ალბათ, სავარაუდოდ, ასე მოატყუა.

სხვა მუშები წასულები იყვნენ, ეს ადამიანი დარჩა და ბავშვს რომ ვეძებდით, ჩვენთან ერთად ტრიალებდა, ისიც ვითომ ეძებდა, ინფორმაციებს იღებდა, არადა, უკვე მოკლული ჰყავდა.

ჩვენ რომ ვეძებდით, სავარაუდოდ, ამ დროს გამოიყვანა ურიკით და მერე ისევ უკან იმ სახლში აბრუნდა. ვიცი, ვინც არის და ცოცხალს არ დავტოვებ, არც მაგას და არც მაგის ოჯახს..." წაიკითხეთ ვრცლად

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს