ავტორი:

ზაზა სარალიძე სასამართლო პროცესამდე გაათავისუფლეს

ზაზა სარალიძე სასამართლო პროცესამდე გაათავისუფლეს

პროკურატურამ ზაზა სარალიძეს ბრალი წარუდგინა, თუმცა სასამართლო პროცესამდე საპატიმრო ღონისძიება მოეხსნა - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სარალიძის ადვოკატმა, ნესტან ლონდარიძემ განუცხადა.

"ახლა ვიმყოფები საავადმყოფოში, სადაც სარალიძე ამ დრომდე რჩება. მას ბრალი წარუდგინეს 353-ე პრიმას პირველი ნაწილით, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.

ბრალს არ ვეთანხმებით, არასწორ ფაქტებს შეიცავს, დამახინჯებულია ფაქტები. საპატიმრო ღონისძიება სასამართლო პროცესამდე მოეხსნა. ეს იმას ნიშნავს, რომ პალატის კართან ბადრაგი არ იცავს. სასამართლო პროცესი სავარაუდოდ, ხვალ გაიმართება“, - განაცხადა ლონდარიძემ.

ამასთან, ინგოროყვას საავადმყოფოს პრესსამსახურის ინფორმაციით, ზაზა სარალიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა ის საავადმყოფოში რჩება.

ზაზა სარალიძე 26 ოქტომბერს პარლამენტთან ინციდენტის შედეგად დააკავეს. ხორავას ქუჩაზე მომზარდებს შორის მომხდარი დაპირისპირებისას მოკლული დავით სარალიძის მამამ პოლიციელს ჯოხი ჩაარტყა. დაპირისპირების მიზეზი ის გახდა, რომ სარალიძეს პარლამენტთან კარვის გაშლის უფლება არ მისცეს.

"ჯერ ერთი ძმა მომიკლეს მაგისმა შვილებმა, გამოვიდნენ ციხიდან და ახლა ჩემი მეორე ძმაც მოკლეს" - ახალდაბაში მომხდარი მკვლელობის უცნობი დეტალები

მკვლელობა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალდაბაში - 40 წელს გადაცილებულ მამაკაცს, სავარაუდოდ, სანადირო თოფიდან ესროლეს

ლაგოდეხში პოლიციელი დაჭრეს - ოჯახური კონფლიქტის დროს, სამართალდამაცვმა მამაკაცის შეჩერება სცადა