ავტორი:

ექთანმა 100 პაციენტის მკვლელობა აღიარა - გერმანიაში ხმაურიანი პროცესი მიმდინარეობს

ექთანმა 100 პაციენტის მკვლელობა აღიარა - გერმანიაში ხმაურიანი პროცესი მიმდინარეობს

გერმანიაში ყოფილმა ექთანმა 100 პაციენტის მოკვლა აღიარა, BBC-ს ინფორმაციით, ქალაქ ოლდენბურგში სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

გამომძიებლების თქმით, 41 წლის ნილს ჰოგელმა 2 საავადმყოფოში მუშაობის დროს ათობით პაციენტს მედიკამენტების ფატალური დოზა მიაღებინა. პროკურორების თქმით, მამაკაცის მოტივი იყო, რეანიმირების ტექნიკით კოლეგებზე შთაბეჭდილება მოეხდინა.

ჰოგელი პაციენტების მკვლელობის გამო სასჯელს უკვე იხდის. მისი თქმით, 1999 – 2005 წლებში ოლდენბურგში 36, დელმენჰორსტში კი - 64 პაციენტი მოკლა. ჰოგელი, ჩადენილი დანაშაულების მიხედვით, ომის შემდგომ პერიოდში გერმანიის ყველაზე სასტიკი სერიული მკვლელია.

სასამართლო პროცესი, სავარაუდოდ, მაისამდე გაგრძელდება. გამომძიებლები ფიქრობენ, რომ ექთანმა უფრო მეტი ადამიანი მოკლა, ვიდრე აღიარებს, თუმცა კრემაციის გამო ფაქტების დადასტურება რთულია.

ჰოგელი 2008 წელს დააკავეს და პაციენტის მკვლელობის გამო 7 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. 2014-2015 წლებში მეორე სასამართლო პროცესზე ის კიდევ ორ მკვლელობასა და მკვლელობის ორ მცდელობაში დაადანაშაულეს. მას სასჯელის მაქსიმალური ზომა მიუსაჯეს.

ექთანმა განაცხადა, რომ „გულწრფელად წუხდა“ .

სამართალდამცველებმა გამოძიების მასშტაბები გაზარდეს და მისი 130 ყოფილი პაციენტის ექსჰუმაცია განახორციელეს - ისინი ორგანიზმში ეძებდნენ ნივთიერებას, რომელმაც გულის მუშაობის გაჩერება გამოიწვია.

საავადმყოფოების ჩანაწერების ნახვის შემდეგ კი გაირკვა, რომ ჰოგელის მორიგეობის დროს გარდაცვლილთა და რეანიმირებულთა რაოდენობა გაორმაგებული იყო.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე