ავტორი:

ქალი, რომელიც 8 წელი სიკვდილით დასჯას ელოდა, სასამართლომ გაამართლა

ქალი, რომელიც 8 წელი სიკვდილით დასჯას ელოდა, სასამართლომ გაამართლა

პაკისტანის უზენაესმა სასამართლომ ქრისტიანი ასია ბიბი გაამართლა, რომელსაც მუჰამედ წინასწარმეტყველის შეურაცხყოფისთვის სიკვდილით დასჯა ჰქონდა მისჯილი. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.

ტელეარხ Geo.tv-ის ინფორმაციით, ასია ბიბის მოეხსნა ყველა ბრალდება და ის სასამართლოს დარბაზიდან გათავისუფლდა.

50 წლის ასია ბიბი განაჩენის აღსრულებას 2010 წლიდან ელოდებოდა.

საქმის მასალების მიხედვით, 2009 წლის ივნისში, როდესაც ასია ბიბი მუსლიმ ქალებთან ერთად ყანაში მუშაობდა, მას წყლის მოტანა სთხოვეს, თუმცა ზოგიერთმა მუსლიმმა ქალმა განაცხადა, რომ თუ ქრისტიანი ქალი დოქს შეეხება, წყალი დაბინძურდება. რამდენიმე დღეში მათ ამის შესახებ ადგილობრივ სასულიერო პირს შესჩივლეს და ასია ბიბი ღვთის გმობაში დაადანაშაულეს.

სასამართლომ ასია ბიბის მუჰამედ წინასწარმეტყველის შეურაცხყოფისთვის სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა.

განაჩენმა მთელ მსოფლიოში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. კერძოდ, 2012 წელს საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ ასია ბიბის და მის ოჯახს პოლიტიკური თავშესაფარი შესთავაზა, პარიზის მერმა კი საფრანგეთის დედაქალაქში საცხოვრებლად გადასვლა.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე