ავტორი:

მამუკა ხეცურიანი, რომელსაც პოლონელი ქალის გაუპატიურება და მკვლელობა ბრალდება, დააკავეს

მამუკა ხეცურიანი, რომელსაც პოლონელი ქალის გაუპატიურება და მკვლელობა ბრალდება, დააკავეს

28 წლის პოლონელი ქალის მკვლელობაში ეჭვმიტანილი საქართველოს მოქალაქე კიევში დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე პოლონეთის პოლიცია ავრცელებს. ეჭვმიტანილის დაკავება დღეს მოხდა.

„დაკავება შესაძლებელი გახდა უკრაინის პოლიციასთან სამაგალითო თანამშრომლობის, უკრაინაში საქართველოსა და პოლონეთის სამეკავშირეო ოფიცერის მხარდაჭერისა და ინტერპოლის სათაო ოფისის თანამშრომლობის მეშვეობით“, - ნათქვამია პოლონეთის პოლიციის განცხადებაში.

პოლონური მედიის ინფორმაციით, პოლონეთის ქალაქ ლოძში 28 წლის ქალის მკვლელობაში ადგილობრივი პროკურატურა 39 წლის მამუკა ხეცურიანს ადანაშაულებს.

„ქალი ნაცემია და გაუპატიურებული. სიკვდილი ყელის არეში ბასრი საგნით, სავარაუდოდ, დანით მიყენებულმა ჭრილობებმა გამოიწვია“, - აცხადებს ლოძის პროკურორი კშიშტოფ კოპანია.

პოლონური მედია წერდა, რომ დანაშაულის ჩადენის შემდეგ ხეცურიანმა პოლონეთ-უკრაინის საზღვარი გადაკვეთა.

იხილეთ ვიდეო: ქართველი მამაკაცის დაკავების კადრები, რომელსაც 28 წლის პოლონელი ქალის გაუპატიურება და მკვლელობა ბრალდება - "გეკითხები, გაგანგრევ ეხლა"

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს