ავტორი:

"მსოფლიოს ერთადერთი საოცრება ხარ" - ირინა კავსაძის ემოციური მილოცვა ოთო ფოლადაშვილს

"მსოფლიოს ერთადერთი საოცრება ხარ" - ირინა კავსაძის ემოციური მილოცვა ოთო ფოლადაშვილს

გუშინ მეგაშოუ "ცეკვავენ ვარსკვლავების" ახალი ტური შედგა. მოცეკვავეებმა მაყურებელს საკუთარი სურვილით შერჩეული ცეკვები შესთავაზეს. კონკურსს მწერალი და უფლებამდცევლი ირაკლი კაკაბაძე გამოეთიშა. შეფასებებისა და ზარების მიხედვით, სალომე ჭაჭუასა და გიორგი გილიგაშვილის შემდეგ, შოუს ერთ-ერთი ლიდერი წყვილი მსახიობი ირინა კავსაძე და ოთო ფოლადაშვილი არიან. წყვილს უამრავი გულშემატკივარი ჰყავს. ირინას და ოთოს კონკურსს მიღმაც ძალიან თბილი და მეგობრული ურთიერთობა აქვთ, რაც მათი ფოტოებიდანაც ჩანს. რამდენიმე დღის წინ ირინამ ოთოს დაბადების დღე ძალიან ემოციური სიტყვებით მიულოცა:

"გილოცავ, ჩემო ოქრო! მინდა, რო სულ ბედნიერი იყო და ნამდვილად იმსახურებ ყველაფერს საუკეთესოს! ყოველ დღე უფრო და უფრო ვრწმუნდები, რომ შენ მართლა მსოფლიოს ერთადერთი საოცრება ხარ", - წერს ირინა.

"ცეკვავენ ვარსკვლავების" მომდევნო ტური 12 ნოემბერს გაიმართება. შოუში "სუხიშვილების" სახელმწიფო ანსამბლი მიიღებს მონაწილეობას.

"თქვენ მამა წამართვით და ამას არასდროს გაპატიებთ!" - მოკლული ნოდარ ცხადაძის შვილი ბრალდებულ ბექა კვიციანის მშობლებს მიმართავს

"ტვინის გამომრეცხავი რუსული არხების მაგივრად ჩაგვირთეთ "პალიტრანიუსი"  - რას სთხოვს ოქრუაშვილი წულუკიანს ციხიდან

"აუ,  როგორ არ მინდა, ჩემი დაქალების ინბოქსები ამოგიყარო, თუ ჩემს შეხებას არ შეეშვები" - რატომ ემუქრება თიკა ჯამბურია პროდიუსერ დავით იმედაშვილს