ავტორი:

რა პროდუქტებს ჰყიდის საქართველო საზღვარგარეთ - ნახეთ ათეული

რა პროდუქტებს ჰყიდის საქართველო საზღვარგარეთ - ნახეთ ათეული

2018 წლის იანვარ-სექტემბერში ექსპორტირებული პროდუქციის მოცულობა 25.7 %-ით გაიზარდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, წელს 9 თვეში ქვეყნიდან 2,448 მლრდ აშშ დოლარის პროდუქცია გავიდა.

„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ სოფლის მეურნეობისა და კვების პროდუქტების ათეულს, რომელიც წელს საქართველოდან ყველაზე დიდი რაოდენობით გავიდა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, 2018 წლის იანვარ-სექტემბერში ყურძნის ნატურალური ღვინოების ექსპორტმა 138,7 მილიონი დოლარი შეადგინა და სოფლის მეურნეობის პროდუქციისა და სურსათის სასაქონლო ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა.

მეორე ადგილზეა სპირტიანი სასმელები, რომლის ექსპორტმა 95,9 მილიონი დოლარი შეადგინა.

მესამე ადგილზე კი არის მინერალური და მტკნარი წყლები, რომელის ექსპორტმა 2018 წლის იანვარ-სექტემბერში 79,5 მილიონი დოლარი შეადგინა.

რაც შეეხება სხვა პროდუქტებს, 49,5 მილიონი დოლარის იყო თხილისა და სხვა კაკალის ექსპორტი. ცხვრის ან თხის ხორცი, ახალი, გაცივებული ან გაყინული - ამ ყველაფრის ექსპორტი 25,5 მილიონი დოლარი იყო.

რაც შეეხება წყლებს, მინერალურისა და დაგაზიანებულის ჩათვლით, შაქრის დანამატების შემცველობით, 22,9 მილინი დოლარის ექსპორტი განხორციელდა. წაიკითხეთ სრულად

თბილისში "მარშრუტკები" არ გაუქმდება -  გაძვირდება თუ არა საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა?

ბიზნესომბუდსმენი  და მისი მოადგილე  თანამდებობებს ტოვებენ

წყალტუბო 6-პუნქტიანი გეგმის მიხედვით განვითარდება - რას გეგმავს  კურორტზე ეკონომიკის სამინისტრო