ავტორი:

რისი წელი მოდის ჩინური ჰოროსკოპის მიხედვით და როგორი ადამიანები იბადებიან ამ ნიშნით?

რისი წელი მოდის ჩინური ჰოროსკოპის მიხედვით და როგორი ადამიანები იბადებიან ამ ნიშნით?

2019 წლის პირველ იანვარს ღორი შემოღრუტუნდება ჩვენს ცხოვრებაში. ღორი მმართველი ნიშანი იყო 1935, 1947, 1959, 1971, 1983, 1995, 2007 წლებშიც.

ღორის წელში დაბადებულები რაინდული თვისებებით, გულისხმიერებითა და პატიოსნებით გამოირჩევიან. ღორი ძალიან დიდსულოვანი და კეთილია. ამავდროულად, - გულუბრყვილო და მიმნდობი, ამიტომ იმავეს მოელის სხვისგანაც. მიუხედავად იმისა, რომ ეს ნიშანი ხშირად ატყუებინებს სხვებს თავს, ნებისმიერ მარცხს ფილოსოფიური სიმშვიდით ეგუება. მას იშვიათად ახასიათებს ვინმესთან შეჯიბრის ან ქიშპობა.

ვერძი ღორი - სიცოცხლისმოყვარული, ოპტიმისტი და მხიარული ადამიანია. ვერძ-ღორს ხასიათის სიმტკიცე და პრინციპულობა ახასიათებს. მას არ უყვარს საკუთარი აზრის შეცვლა იმ შემთხვევაშიც კი, როცა ვინმე დაუმტკიცებს, რომ ცდება.

კურო ღორი - იგი იმ ადამანთა რიცხვს მიეკუთვენება, ვინც თავის ცხოვრებას ნაბიჯ-ნაბიჯ აშენებს. კურო-ღორი კარგი ფინანსისტი და მუყაითი მშრომელია. მას შეუძლია ხანგრძლივი დროის განმავლობაში იმუშაოს თავაუღებლად, მისი ოჯახის წევრებისთვის კომფორტული საარსებო გარემოს შესაქმნელად.

ტყუპი ღორი - მოუსვენარი, ცვალებადი და საკმაოდ პრეტენზიული ნატურაა. ტყუპი-ღორი გამუდმებით ცდილობს წონასწორობის დაცვას ოჯახსა და პროფესიულ ინტერესებს შორის, თუმცა, როგორც წესი, ორი კურდღლის დევნაში ხშირად ვარდება ნევროზულ მდგომარეობაში, რაც საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობას უძაბავს.

კირჩხიბი ღორი - იშვიათი კომბინაციაა, რომელიც სასიამოვნო და უკონფლიქტო პიროვნებას აყალიბებს. კირჩხიბი ღორი ერიდება გაუგებრობებსა და ჩხუბს. დაბადებიდან მეოჯახე და მზრუნველი, ცხოვრების აზრს შვილებსა და მეუღლეში ხედავს...წაიკითხეთ სრულად

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს