ავტორი:

"როგორ ვიკვებო, რომ წონაში დავიკლო, რძეც მქონდეს და ბავშვსაც არ აწყინოს?" - რჩევა ორსულ და მეძუძურ ქალებს "მკურნალისგან"

"როგორ ვიკვებო, რომ წონაში დავიკლო, რძეც მქონდეს და ბავშვსაც არ აწყინოს?" - რჩევა ორსულ და მეძუძურ ქალებს "მკურნალისგან"

mkurnali.ge მკითხველს ხშირად სთავაზობს რეკომენდაციებს სხვადასხვა დაავადების მკურნალობისა და პრევენციის შესახებ, ასევე კითხვა-პასუხის რეჟიმში აძლევს რჩევებს ინტერნეტმომხმარებელს. ამჯერად, ორსული და მეძუძური დედების კვების რეჟიმზე გავამახვილებთ ყურადღებას. რუბრიკაში "კითხვა-პასუხი" რჩევას ახალგაზრდა დედა ითხოვს:

"გამარჯობა, ჩემს პრობლემას გაგაცნობთ, თუ შეგიძლიათ დამეხმარეთ... პირველი ბავშვი 4 წლის წინ გავაჩინე, მეორე სულ 10 დღისაა. პირველი ხელოვნურ კვებაზე მყავდა და ფორმაშიც უცბად ჩავდეგი დიეტებით, მაგრამ მეორე ბუნებრივ კვებაზე მყავს და გთხოვთ მირჩიეთ, როგორ შეიძლება ვიკვებო, რომ წონაში დავიკლო, რძეც მქონდეს და ბავშვსაც არ აწყინოს საკვებმა, რა სახის საკვები უნდა მივიღო ძირითადად? ვარ 24 წლის, ჯანმრთელობის პრობლემების გამო, ჩემთვის არ შეიძლება დიდი წონის ქონა" - წერს ახალგაზრდა დედა.

"მკურნალის" მკითხველის კითხვაზე პასუხს მეან-გინეკოლოგ სოფიო გელაშვილთან ინტერვიუდან შეიტყობთ:

"ქალი, რომელიც ბავშვს ძუძუს აწოვებს, ისე უნდა იკვებებოდეს, რომ მიღებული კალორიები მასაც ჰყოფნიდეს და ბავშვსაც. სამწუხაროდ, ბევრმა არ იცის, როგორ გააკეთოს ეს. ზოგიერთს ჰგონია, რომ ბევრი უნდა დალიოს, მეორენი ტკბილეულსა და ფქვილეულს მიირთმევენ... მეძუძური ქალის მდგომარეობა ნორმალური ფიზიოლოგიური მდგომარეობაა, მაგრამ იგი სტაბილური არ არის, ამიტომ გარემო ფაქტორების ზემოქმედებით ადვილად იცვლება.

მაგალითად, ცილების, ნახშირწყლების, ცხიმების, ვიტამინების ან მინერალური მარილების ნაკლებობა შესაძლოა სერიოზული დარღვევების მიზეზად იქცეს. მეძუძური დედა მკაცრ დიეტას არ უნდა იცავდეს. საკმარისია, რაციონიდან გამორიცხოს ცხიმიანი საკვები, ტკბილეული, ტკბილი გაზიანი სასმელი, მზესუმზირა. ნებადართულია: მჭლე ხორცი და თევზის კერძები, ყველი, ხილი, ბოსტნეული, ფაფები.

დიდი მნიშვნელობა აქვს დღის რეჟიმს. სასურველია, იგი შევუთანხმოთ ბავშვის კვების რეჟიმს და საკვები მივიღოთ ძუძუთი კვების წინ (დღეში 5-6-ჯერ). ეს ხელს შეუწყობს რძის სეკრეციას. ლაქტაციის გასაუმჯობესებად ჭამის წინ შეიძლება მიირთვათ ერთი ჭიქა რძე ან წვენი. მეძუძურმა დედამ დღეში ჩვეულებრივზე 700-1000 კკალ-ით მეტი, ანუ დაახლოებით 3200-3500 კკალ უნდა მიიღოს. დღიური რაციონი უნდა შეიცავდეს 120-130 გ ცილას (აქედან 60%-ს - ცხოველური წარმოშობისას), 500 გ ნახშირწყლებს, 100-120 გ ცხიმებს (აქედან 20% მცენარეული ზეთის წილად უნდა მოდიოდეს).სანიმუშო რაციონი ასეთია: 200 გ ხორცი, ფრინველი ან თევზი, 1 ლიტრი რძე, 100-150 გ ხაჭო, 20-30 გ ყველი, 1 კვერცხი, 500-600 გ ბოსტნეული (200 გ კარტოფილი), 200-300 გ ხილი.

ნახშირწყლები ორგანიზმის ცხოველქმედებისთვის აუცილებელი ენერგიის წყაროა, ამიტომ ხილ-ბოსტნეული, მწვანილი, კენკრა, დაღერღილი მარცვლეულის პური, ფაფები აუცილებელია. ერიდეთ ადვილად ასათვისებელ ნახშირწყლებს (ტორტებს, ტკბილეულს), რადგან მათ ზიანი უფრო მეტი მოაქვთ, ვიდრე სარგებლობა: ბავშვს ებერება მუცელი, დედიკო კი წონას იმატებს.

ცხიმები აუცილებელია ღვიძლის კვებისთვის, ზოგიერთი ვიტამინის შეწოვისთვის, მაგრამ საკვებში მისი ოდენობა 25%-ს არ უნდა აღემატებოდეს. მსუქანი ხორცი, რძე, შემწვარი პროდუტები და ერბოზელილი ცომი მავნე ცხიმებს შეიცავს, ზღვის თევზი და მცენარეული ზეთი - სასარგებლოს. ხილი, ბოსტნეული, მწვანილი, კენკრა ვიტამინების წყაროც არის. მათი უკმარისობისას რეკომენდებულია ვიტამინების კომპლექსის მიღება.

მარგებელია ასევე ასკილის ნაყენი, გაყინული ხილი და კენკრა, ჩირის კომპოტი. მშობიარობის შემდეგ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ რკინისა და სხვა ელემენტების უკმარისობის პროფილაქტიკას. რკინის წყაროა ხორცი, ფოსფორისა - თევზი (უმჯობესია მოხარშული), კალციუმისა - რძე და რძის პროდუქტები.

მეძუძურ დედას ეკრძალება ნებისმიერი ალკოჰოლური სასმლის, მათ შორის ლუდის მიღება. ალკოჰოლი სწრაფად გადადის რძეში და არასასურველ გავლენას ახდენს ბავშვის ჯანმრთელობასა და განვითარებაზე (წაიკითხეთ ვრცლად mkurnali.ge-ზე)

ზოგადი რჩევები

  • ერიდეთ ტკბილ გაზიან სასმელს.
  • ხშირად სვით ნატურალური წვენი.
  • მარილი ზომიერად მიიღეთ. უმჯობესია, გამოიყენოთ იოდიანი მარილი ნატრიუმის დაბალი შემცველობით.
  • იკვებეთ აუჩქარებლად, საკვები კარგად დაღეჭეთ.
  • ყურადღება მიაქციეთ ნაწლავების მუშაობას - შეკრულობამ შესაძლოა ინტოქსიკაცია გამოიწვიოს.
  • რაციონიდან ამოიღეთ სამეფო სკუმბრია - ეს თევზი დიდი ოდენობით შეიცავს ტყვიას, რამაც შესაძლოა ზიანი მიაყენოს ბავშვს. ტყვიას ასევე დიდი ოდენობით შეიცავს დაკონსერვებული თინუსი და მისი ფილე.
  • მშობიარობის შემდეგ ყოველგვარი საკვები რაციონში სათითაოდ შეიტანეთ და დააკვირდით ბავშვის რეაქციას

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს