ავტორი:

"საქართველოში შვებულების ხანგრძლივობა ხშირად ირღვევა" - რისი უფლება გაქვთ და რა უნდა იცოდეთ შვებულებასთან დაკავშირებით

"საქართველოში შვებულების ხანგრძლივობა ხშირად ირღვევა" - რისი უფლება გაქვთ და რა უნდა იცოდეთ შვებულებასთან დაკავშირებით

„კანონმდებლობით გათვალისწინებული შვებულების ხანგრძლივობა ხშირ შემთხვევაში ირღვევა ან/და დასაქმებულს საერთოდ არ ეძლევა მისით სარგებლობის შესაძლებლობა“, - ამის შესახებ საადვოკატო ბიურო myadvokat-ის იურისტები აცხადებენ. მათივე განმარტებით, საქართველოში შრომით უფლებებს, დასაქმებულთა უფლება-მოვალეობებსა და კუთვნილი შვებულებით სარგებლობაზე დასაქმებულის უფლებას, შრომის კოდექსი ადგენს და მისი დარღვევა დაუშვებელია.

იურისტების ცნობით, კანონმდებლობით დასაქმებულს უფლება აქვს, ისარგებლოს ანაზღაურებადი შვებულებით - წელიწადში სულ მცირე 24 სამუშაო დღით, ხოლო ანაზღაურების გარეშე შვებულებით - წელიწადში სულ მცირე 15 კალენდარული დღით.

„შრომითი ხელშეკრულებით შეიძლება განისაზღვროს მოცემული რეგულირებისგან განსხვავებული ვადები და პირობები, რომლებიც არ უნდა აუარესებდეს დასაქმებულის მდგომარეობას.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ დასაქმებულს შვებულების მოთხოვნის უფლება წარმოეშობა მუშაობის თერთმეტი თვის შემდეგ. თუმცა, მხარეთა შეთანხმებით დასაქმებულს აღნიშნული ვადის გასვლამდეც შეიძლება მიეცეს შვებულება.

ამასთან, შვებულებაში არ ითვლება დროებითი შრომისუუნარობის პერიოდი, შვებულება ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო, შვებულება ახალშობილის შვილად აყვანის გამო და დამატებითი შვებულება ბავშვის მოვლის გამო.

საქართველოს შრომის კოდექსი აწესებს ანაზღაურების გარეშე შვებულების აღებისას დამსაქმებლის წინასწარ გაფრთხილების ვალდებულებას, კერძოდ, ანაზღაურების გარეშე შვებულების აღებისას დასაქმებული ვალდებულია 2 კვირით ადრე გააფრთხილოს დამსაქმებელი შვებულების აღების შესახებ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გაფრთხილება შეუძლებელია გადაუდებელი სამედიცინო ან ოჯახური პირობების გამო წაიკითხეთ სრულად

თბილისში "მარშრუტკები" არ გაუქმდება -  გაძვირდება თუ არა საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა?

ბიზნესომბუდსმენი  და მისი მოადგილე  თანამდებობებს ტოვებენ

წყალტუბო 6-პუნქტიანი გეგმის მიხედვით განვითარდება - რას გეგმავს  კურორტზე ეკონომიკის სამინისტრო