ავტორი:

31 ათასი ლარი 4 თვეში - როგორ შეიცვალა დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს უფროსის ქონება წელიწადში

31 ათასი ლარი 4 თვეში - როგორ შეიცვალა დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს უფროსის ქონება წელიწადში

დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს უფროსის პოსტზე ოთარ ძიძიკაშვილმა 4 თვეში, 2017 წლის 11 სექტემბრიდან 31 დეკემბრის პერიოდში შემოსავლის სახით, 30 953 ლარი მიიღო. ცნობისთვის, ძიძიკაშვილი დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს უფროსად გასული წლის სექტემბერში დაინიშნა. „ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა როგორ შეიცვალა მისი ქონება 1 წელიწადში.

სააგენტოს გარდა მისმა შემოსავალმა წინა წლის 1-ლი იანვრიდან 31 აგვისტოს პერიოდში სს „კასს ჰოტელსის“ მრჩევლობისას 178 833 ლარი; შპს „კასს 1-ის“ პროექტის ხელმძღვანელად მუშაობისას კი 2017 წლის მაის-ივლისში 21 895 ლარი შეადგინა.

2018 წლის 6 ნოემბერს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ოთარ ძიძიკაშვილის უძრავი ქონება ოდნავ შეცვლილია. კერძოდ, წინა წლის დეკლარაციის თანახმად, ძიძიკაშვილი თბილისში არასაცხოვრებელ ფართსა და ავტოფარეხს ფლობდა; 2018 წელს შევსებული დეკლარაციის მიხედვით კი მის საკუთრებაშია 660,41 კვადრატული მეტრი ფართობის ბინა (ანტრესოლი, სარდაფი) თბილისში. ძიძიკაშვილი ფლობს ასევე მსუბუქ ავტომობილს Toyota 200-ს. წაიკითხეთ სრულად

თბილისში "მარშრუტკები" არ გაუქმდება -  გაძვირდება თუ არა საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა?

ბიზნესომბუდსმენი  და მისი მოადგილე  თანამდებობებს ტოვებენ

წყალტუბო 6-პუნქტიანი გეგმის მიხედვით განვითარდება - რას გეგმავს  კურორტზე ეკონომიკის სამინისტრო