ავტორი:

ლელა კაკულია ახალშობილი შვილით, შევარდნაძე მეუღლით... - ცნობილების უცნობი ფოტოები ჯემალ კასრაძის არქივიდან

ლელა კაკულია ახალშობილი შვილით, შევარდნაძე მეუღლით... - ცნობილების უცნობი ფოტოები ჯემალ კასრაძის არქივიდან

ცნობილი ფოტოგრაფის, ჯემალ კასრაძის არქივში უამრავი უნიკალური და საინტერესო ნამუშევარი ინახება. ის თითქმის 50 წელია საქართველოს მნიშვნელოვან და ისტორიულ მოვლენებს თუ პიროვნებებს იღებს, მის ფოტოკოლექციაში ინახება კადრები, რომლებზეც ასახულია ამ პერიოდის მნიშვნელოვანი სპორტული, საზოგადოებრივი და პოლიტიკური მოვლენები.

ჯემალ კასრაძე გარკვეული პერიოდი საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარეების - ზურაბ ჟვანიასა და ნინო ბურჯანაძის პირადი ფოტოგრაფი იყო და ხშირად უწევდა პარლამენტის მუშაობის ფოტოსურათებზე აღბეჭდვა. "ეროვნული ფოტომატიანეს" ციფრულ არქივში ჯემალ კასრაძის 7 000-მდე ფოტო ინახება. დღეს გთავაზობთ რამდენიმე მათგანს, რომელზეც საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი სახეები არიან ასახულნი და ეს ფოტოები ბევრისთვის დღემდე უცნობია.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე და ყოფილი პირველი ლედი ნანული ცაგარეიშვილი, ფოტოს გადაღების ადგილი და თარიღი უცნობია

გიგი წერეთელი, ჯონდი ბაღათურია - ფოტო გადაღებულია თბილისის საკრებულოში საკითხის განხილვის დროს

ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ყოფილი ლიდერი ირინა სარიშვილი და ტელეწამყვანი ეკა ხოფერია, ფოტოს გადაღების ადგილი და თარიღი უცნობია

თინა ხიდაშელი, გიგა ბოკერია, ლევან რამიშვილი. ფოტოს გადაღების თარიღი და ადგილი უცნობია

ლევან ბერძენიშვილი და მიხეილ სააკაშვილი, ფოტოს გადაღების ადგილი და თარიღი უცნობია

ლევან ბერძენიშვილი - ფილოლოგი, პოლიტიკოსი, საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი. ფოტო გადაღებულია ეროვნულ ბიბლიოთეკასთან

ლელა კაკულია ახალშობილ ქალიშვილთან და ოჯახის წევრებთან ერთად, 1996 წელი

ფოტო: ეროვნული ფოტომატიანე, ჯემალ კასრაძე

მილიარდერის ახირებები - მარკ ცუკერბერგი ხორცს მხოლოდ მაშინ ჭამს, თუ ცხოველი თავად მოკლა

“33 წლამდე ასაკის კაცები უსარგებლოები არიან“ - ჯენიფერ ლოპესი

რამდენს ხარჯავენ ქართველები საახალწლო საჩუქრებში? – რა შედეგი აჩვენა AMBEBI.GE-ს კვლევამ