ავტორი:

მერაბ მორჩაძე სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს

მერაბ მორჩაძე სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის ფარგლებში მოწმეზე ზემოქმედების ბრალდებით დაკავებული მერაბ მორჩაძე სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს. მერაბ მორჩაძე საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გათავისუფლდა და მას ორწლიანი პირობითი სასჯელი შეეფარდა.

მერაბ მორჩაძე სხდომათა დარბაზიდანვე გაათავისუფლეს. წინა სხდომაზე პროკურატურამ მერაბ მორჩაძეს ბრალი შეუმსუბუქა და ნაცვლად მოწმის მოსყიდვისა და ზემოქმედებისა ამჟამად მას მხოლოდ მოწმეზე ზემოქმედებას ედავება.

შეგახსენებთ, რომ მერაბ მორჩაძე 8 ივნისს სსკ-ის 372-ე მუხლით დააკავეს, რაც მოწმეზე ზემოქმედებას გულისხმობს, საუბარია საქმის ერთ-ერთ მთავარ მოწმე მიხეილ კალანდიაზე. ​

იხილეთ ვიდეო: მერაბ მორჩაძის გათავისუფლებისა და ახლობლებთან შეხვედრის კადრები სასამართლოდან: მოწმეზე ზემოქმედების ბრალდებით დაკავებული დარბაზიდან გაათავისუფლეს

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს