ავტორი:

ტემპერატურა იკლებს, მოსალოდნელია წვიმა და ქარი - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

ტემპერატურა იკლებს, მოსალოდნელია წვიმა და ქარი - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

12 ნოემბერს, აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლოა ამინდი გაუარესდეს.

როგორც AMBEBI.GE-ს გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამსახურის უფროსმა სვეტლანა ნიორაძემ განუცხადა, საქართველოში 11 ნოემბერს უნალექო ამინდი იქნება. 12 ნოემბერს, დღის ბოლოს აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში, მათ შორის თბილისში იწვიმებს.

11-12 ნოემბერს, დასავლეთ საქართველოს დაბლობში დღის მაქსიმალური ტემპერატურა 16-21 გრადუსი იქნება. 12 ნოემბერს დღის ბოლოს ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი დაუბერავს, რომლის სიჩქარე დროგამოშვებით წამში 20-25 მეტრი იქნება.

11 ნოემბერს, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში დღისით 12-17 გრადუსია მოსალოდნელი, 12 ნოემბერს - 9-14 გრადუსი.

11 ნოემბერს, თბილისში 15 გრადუსი იქნება; 12 ნოემბერს – 12-13 გრადუსი.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს