ავტორი:

2019 წლის "რჩეულები" დასავლური ჰოროსკოპით: 4 ნიშანი, რომლებსაც ყველაზე მეტად გაუმართლებთ ღორის წელს

2019 წლის "რჩეულები" დასავლური ჰოროსკოპით: 4 ნიშანი, რომლებსაც ყველაზე მეტად გაუმართლებთ ღორის წელს

2019 წელს დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით, თავისი "რჩეულები" ჰყავს, ამ ადამიანებს განსაკუთრებით გაუმართლებთ ყველა საქმეში, რომელსაც წამოიწყებენ; მოსალოდნელია მათი გამდიდრება, ფინანსური კრიზიის დაძლევა, ანდერძის მიღება, კარიერულ მწვერვალზე მოხვედრა, პირადი ბედნიერება და სანუკვარი სურვილებისთვის ხორცის შესხმა:

კურო

2019 წლის იანვარი, თებერვალი, მარტი და აპრილის პირველი რიცხვები განსაკუთრებულად ხელსაყრელი იქნება კუროსთვის. ისეთ სიტუაციებში აღმოჩნდება, შესაძლოა არც კი დაიჯეროს, რომ ყველაფერი რეალურად ხდება და არა მის სიზმარში. ამ ნიშნით დაბადებულებს შეამჩნევენ - თუ აქამდე შეუმჩნეველი რჩებოდნენ - გავლენიანი ადამიანები და გვერდით დაიყენებენ.

კუროს საშუალება მიეცემა მაქსიმალურად გამოავლინოს თავი - ნიჭი, შრომისმოყვარეობა, უნარები. შესაძლოა ამ ნიშნით დაბადებული ბევრი ადამიანი საზოგადო მოღვაწე ან ცნობილი სახე გახდეს. აპრილის შემდეგ წინა პლანზე გადმოიწევს სიყვარული. მარტოხელა კუროები შეხვდებიან ადამიანს, რომელიც ძალიან შეუყვარდებათ, მაგრამ დაუკავშირებენ თუ არა მას ბედს - შორ ან ახლო მომავალში - ამას პოტენციური პარტნიორის ქცევა განაპირობებს და არა ვარსკვლავები.

კირჩხიბი

2019 წელს კირჩხიბების ოჯახური ცხოვრება ჰარმონიით იქნება სავსე. მათ არ ელოდებათ კონფლიქტი არც უფროს და არც უმცროს თაობასთან. 2019 წლის სექტემბრამდე კირჩხიბს მოუვა იდეები, რომელიც არა მარტო მის ცხოვრებას შეცვლის, არამედ უფრო მასშტაბურ სახეს მიიღებს. შესაძლოა თავისი ქვეყნისა და მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგას. ბრწყინვალე პერიოდია სწავლისთვის, რადგან ათვსიებული ინფორმაცია და უნარ-ჩვევები მომავალში ძალიან გამოგადგებათ, არა საყოფაცხოვრებო საკითხების მოგვარებაში, არამედ დიადი მიზნების მიღწევაში.

ბევრი კირჩხიბი მოთელავს ნიადაგს საზღვარგარეთ სწავლის გასაგრძელებლად; გარდა ამისა, ზოგიერთი მათგანი უცხოეთის უნივერსიტეტში ჩაირიცხება. 2019 წელს შეხვდებით ადამიანს, რომელთან ერთადაც წამოიწყებთ ბიზნესს, შექმნით ორგანიზაციას ან ალიანსს. მასთან კავშირი დადებითად აისახება თქვენს ოჯახსა და ფინანსურ მდგომარეობაზე.

მორიელი

ღორის წელს პლანეტები მორიელს მიანიჭებენ იმ თვისებას, რომელიც ასე აკლდა და სჭირდებოდა მთელი ცხოვრების განმავლობაში - მოთმინების უნარს. 2019 წელს მიღებული ყველა გადაწყვეტილება და ნებისმიერი გადადგმული ნაბიჯი, შორ პერსპექტივაში მორიელს მოუტანს დოვლათს, ძალაუფლებას, ხალხის პატივისცემას და სიყვარულს...წაიკითხეთ სრულად

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს