ავტორი:

14 წლის წინ გაუჩინარებული ზაქრო ბერძნიშვილის ცხედრის სამძებრო ღონისძიებები, სავარაუდოდ, დღესაც გაგრძელდება

14 წლის წინ გაუჩინარებული ზაქრო ბერძნიშვილის ცხედრის სამძებრო ღონისძიებები, სავარაუდოდ, დღესაც გაგრძელდება

გორის კულტურისა და დასვენების პარკის ტერიტორიაზე, ოპერატიული ღონისძიებების გაგრძელება დღეს იგეგმება.

არაოფიციალური ინფორმაციით, გორში 9 წლის ნანა ბერიაშვილის მკვლელობაში ბრალდებულმა იაგო ნებიერიძემ 14 წლის წინ გორში კომბინატის დასახლების ტერიტორიაზე გაუჩინარებული 11 წლის ზაქრო ბერძნიშვილის ცხედრის ადგილსამყოფელი დაასახელა და შესაბამისად, გუშინ საღამოს აღნიშნულ ტერიტორიაზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩაატარა.

წუხელ მიმდინარე სამძებრო ღონისძიებების შედეგად ცხედრის აღმოჩენა, სავარაუდოდ, ვერ მოხერხდა, შესაბამისად, ოპერატიული ღონისძიებების გაგრძელება დღეს იგეგმება.

პოლიციის ოპერატიული ლენტით ტერიტორია დღესაც შემოსაზღვრულია.

წუხელ მთელი ღამის განმავლობაში პარკის ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ დაკარგული ბავშვის მშობლები და ნათესავები.

ზაქრო ბერძნიშვილის ახლობლები კულტურისა და დასვენების პარკში ამჟამადაც იმყოფებიან. მათი განცხადებით, 2004 წელს, როდესაც ბავშვი დაიკარგა და სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობდა, მათ შორის ძებნის პროცესში ჩართულები იყვნენ კინოლოგებიც, ძაღლმა კვალი სწორედ კულტურისა და დასვენების პარკის მიმართულებით აიღო და კვალი სწორედ იმ ადგილას დაკარგა, სადაც სამძებრო სამუშაოები ამ დროისთვის მიმდინარეობს.

აღნიშნულთან დაკავშირებით შს სამინისტროში კომენტარს არ აკეთებენ.

იხილეთ ვიდეო: "ცოტა დრო გვინდა, რომ ამას ფარდა აეხადოს" - რას ამბობს დედა, რომლის 14 წლის წინ გაუჩინარებული ბიჭის ცხედარს გორში ბრალდებულის მიერ მითითებულ ადგილზე ეძებენ

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს