ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადირობმა 5 წლის ბიჭს „მერსედესი“ აჩუქა, „ევრონიუსის“ ინფორმაციით, ბავშვმა პრეზიდენტისგან ჯილდო 4 ათასზე მეტი აზიდვის შესრულებისთვის ჯილდოდ მიიღო.
რახმან კურიევმა დავალება 2 საათსა და 26 წუთში შეასრულა.
ჩეჩნეთის სპორტის მინისტრი, მუსა ხანარიკოვი დარწმუნებულია, რომ ბავშვის მიღწევა ქვეყნის მასშტაბით რეკორდია, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო რუსეთის რეკორდების წიგნში კურიევის აზიდვები არ შესულა.
კადიროვის განცხადებით, ბავშვი შეძლებს აზიდვები სპეციალური კომისიის თანდასწრებითაც შეასრულოს.
რახმან კურიევის მშობლების თქმით, ბავშვი უკვე რამდენიმე წელია, სპორტით არის დაკავებული