ავტორი:

რომელი ნიშანი ხართ იაპონური ჰოროსკოპის მიხედვით და რას გიმზადებთ 2019 წელი?

რომელი ნიშანი ხართ იაპონური ჰოროსკოპის მიხედვით და რას გიმზადებთ 2019 წელი?

იაპონურ ჰოროსკოპში, ჩინურის მსგავსად, 12 ნიშანია: ნეძუმი, უში, ტორა, უსაგი, ტაცუ, ჰები, უმა, ჰისუჯი, სარუ, ტორი, ინუ, ინოსისი. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ჩინური და იაპონური ჰოროსკოპი ერთმანეთს ჰგავს.

ნეძუმი

თუ დაიბადეთ 2008, 1996, 1984, 1972, 1960, 1948, 1936, 1924 ან 1912 წელს, თქვენი ნიშანი ნეძუმია. იაპონური ჰოროსკოპის მიხედვით, თქვენ ხართ ქარიზმატული, ამბიციური, სამართლიანი, ტყუილების მტერი, მიზანსწრაფული, შრომისმოყვარე. ადვილია თქვენთვის გუსლისტკენა. გეხერხებათ ადამიანების მართვა. 2019 წელი თქვენთვის დატვირთული იქნება მავალფეროვანი მოვლენებით. დაახარისხეთ პრიორიტეტული და ნაკლებმნიშვნელოვანი საქმეები. წლის ბოლოს აგინაზღაურდებათ შრომა და დახარჯული ენერგია. რთულად მიაღწევთ ფინანსურ სტაბილურობას, შესაძლებელია მოულოდნელად დიდი თანხა დაგჭირდეთ სამედიცინო მანიპულაციებისთვის.

უში

თუ დაიბადეთ 2009, 1997, 1985, 1973, 1961, 1949, 1937, 1925 ან 1913 წელს, თქვენი ნიშანია უში. თქვენ შესაშური მოთმინების უნარით დაგაჯილდოვეს ვარსკვლავებმა. უშები გამოირჩევიან თავდაჯერებულობითაც. ამ ნიშნით დაბადებულებს დატვირთული წელი ელოდებათ, მაგრამ ყველა საქმე, რომელსაც ხელს მოჰკიდებენ, წარმატებით დასრულდება. ბევრ უშის დაწინაურება ელოდება. ფინანსურადაც დაწინაურდებით და მოაგვარებთ ფულთან დაკავშირებულ ყველა პორბლემას. გაგიუმჯობესდებათ პირადი ურთიერთობები პარტნიორთან, ოჯახის წევრებთან, მეგობრებთან და კოლეგებთან. უშის, რომელსაც ჯერაც არ უპოვნია ნამდვილი სიყვარული, ბედთან შეხვედრა ელის.

ტორა

თუ დაიბადეთ 1998, 1986, 1974, 1962, 1950, 1938, 1926 ან 1914 წელს, თქვენი ნიშანი ტორაა. ტორა გამოირჩევა სენსიტიურობით, სიმამაცითა და ფეთქებადობით. ამ ნიშნით დაბადებულებს უჭირთ ემოციების მართვა. ხშირად მათ ეგოიზმი და ეჭვიანობა ამოძრავებთ. ტორასთვის 2019 წელი კარგად ჩაივლის. არ მოგაკლდებათ სასიცოცხლო ენერგია, გალძიერდებით ფიზიკურად და მენტალურად. ყველაფერი, რაც უწინ შეუძლებელი გეგონათ, სავსებით ხელმისაწვდომი გახდება. იაპონური ასტროლოგია გირჩევთ უყურადღებოდ არ დატოვოთ ჯარიმები და სხვა სახის გადასახადები, რადგან მოგვიანებით დიდ პრობლემებს შეგიქმნით. პირად სფეროში მოსალოდნელია ვნებისა და რომამნტიკის მატება.

უსაგი

თუ დაიბადეთ 1999, 1987, 1975, 1963, 1951, 1939, 1927 ან 1915 წელს, თქვენი ნიშანი უსაგია. უსაგი იღბლიანობით გამოირჩევა. მათ შორის ბევრია ვირტუოზი მუსიკოსი და ხელოვანი. ამ ნიშნით დაბადებულებს უყვართ ხალხში ტრიალი და ყურადღების ცენტრში ყოფნა. 2019 წელი კარიერისტი უსაგისთვის უპრობლემოდ ჩაივლის. სამსახურში არ არის მოსალოდნელი დაძაბულობა, გაურკვევლობა ან სერიოზული კონფლიქტები. ასევე, ბიზნესმენ უსაგის შეუძლია მშვიდად იყოს, რადგან გაიზრდება მისი მოგება და ხელსაყრელ ალიანსს გააფორმებს. უსაგის სასიყვარულო ცხოვრებაში აღმავლობას მწარე დაცემა შეცვლის, თუმცა ეს მდგომარეობა დროებითი იქნება და პირად ცხოვრებაში მალევე გამოანათებს მზე.

ტაცუ

თუ დაიბადეთ 2000, 1988, 1976, 1964, 1952, 1940, 1928 ან 1916 წელს, ტაცუ ხართ. ამ ნიშნით დაბადებულები გარშემომყოფებს თავს ამახსოვრებენ ენერგიულობითა და პოზიტივით. მათთვის არ არსებობს გამოუვალი სიტუაციები. ტაცუს ყველაზე კარგად სხვების სიყვარულისა და ნდობის მოპოვება ეხერხება. 2019 წელს თქვენს ცხოვრებაში რადიკალური ცვლილებები მოსალოდნელი არ არის. ვარსკვლავები უფლებას გაძლევენ დატკბეთ იმით, რასაც უკვე მიაღწიეთ. შესაძლოა შეეჩეხოთ ფინანსურ კრიზისს, რომელსაც მალევე გადალახავთ თქვენი გონიერების დახმარებით. გახსოვდეთ, გეგმა "ა" ყოველთვის როდი ამართლებს! საჭიროა გეგმა "ბ" და "გ". 2019 წელს არ მოგიწევთ ექიმებთან კონსულტაციებზე სირბილი. იქნებით გაკაჟებული და ჯანმრთელი...წაიკითხეთ სრულად

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს