ავტორი:

85 ათასი ბავშვი შიმშილით გარდაიცვალა - მსოფლიოს უდიდესი ჰუმანიტარული კრიზისის შედეგები იემენში

85 ათასი ბავშვი შიმშილით გარდაიცვალა - მსოფლიოს უდიდესი ჰუმანიტარული კრიზისის შედეგები იემენში

შიმშილისა და სხვადასხვა დაავადებისგან იემენში ბოლო სამი წლის განმავლობაში 85 ათასამდე ბავშვი დაიღუპა, CNN-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ორგანიზაცია Save the Children იუწყება.

გაეროს მონაცემების ანალიზის შედეგად წამყვანმა საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაციამ დაადგინა, რომ 2015 წლის აპრილსა და 2018 წლის ოქტომბერს შორის პერიოდში შიმშილით 84,701 ბავშვი გარდაიცვალა.

იემენში კონფლიქტი 2015 წელს გამწვავდა, როდესაც ჰუსიტური ამბოხებული მოძრაობების წინააღმდეგ ავიადარტყმები დაიწყო კოალიციამ საუდის არაბეთის მეთაურობით. პრეზიდენტი აბდრაბუჰ მანსურ ჰადი იძულებული გახდა, ქვეყნიდან გაქცეულიყო.

იემენის სტრატეგიულ საპორტო ქალაქ ჰოდეიდაჰში საომარი მოქმედებები განახლდა, სწორედ პორტის საშუალებით ახერხებდნენ გაერო და სხვა ჰუმანიტარული მისიები დახმარების მიწოდებას მოსახლეობისთვის, კოალიციას ქალაქი ბლოკირებული აქვს.

ომს, რომელიც თითქმის 4 წელია გრძელდება, 10 ათასი ადამიანი შეეწირა, 14 მლნ ადამიანს შიმშილის საფრთხე ემუქრება, ქვეყანაში შექმნილი ვითარება მსოფლიოს ყველაზე დიდ ჰუმანიტარულ კრიზისად ფასდება.

BBC წერს, რომ გარდაცვლილების ზუსტი რაოდენობის დადგენა რთულია. იემენში მომუშავე მისიების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ქვეყანაში არსებული საავადმყოფოების მხოლოდ ნახევარი ფუნქციონირებს, მოსახლეობის უმეტესობას არ აქვს საშუალება, ექიმებს მიმართონ, შესაბამისად, უამრავი გარდაცვლილის აღრიცხვა ვერ ხერხდება.

იემენში ვალუტა უფასურდება, საკვებზე ფასი კი იზრდება, სამოქალაქო ომის გამო უამრავ ოჯახს შიმშილი უწევს.

Save the Children აცხადებს, რომ ბლოკადის გამო კიდევ უფრო ბევრი ადამიანი იშიმშილებს. პორტის მეშვეობით, რომელსაც ამბოხებულები აკონტროლებენ, ქვეყანაში საკვების 90 % შედის.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე