ავტორი:

"საცობი" უკვე მეტროშიცაა - რატომ ჭირს თბილისში პიკის საათებში გადაადგილება

"საცობი" უკვე მეტროშიცაა - რატომ ჭირს თბილისში პიკის საათებში გადაადგილება

პიკის საათებში თბილისში გადაადგილება უკვე მეტროთიც შეუძლებელი ხდება. როგორც ჩანს გაუსაძლისი საცობების გამო მგზავრები სამარშრუტო ტაქსებით და ავტობუსებით მგზავრობაზე უარს ამბობენ და მიწისქვეშ ჩასვლას ამჯობინებენ. ამიტომ, მატარებლებს შორის 3-წუთიანი ინტერვალიც კი აღარ არის საკმარისი, რომ მეტრომ მგზავრები დაიტიოს.

"პიკის საათებში "მარშუტკით" გადადგილება შეუძლებელია, 2 საათი მიწევს ხოლმე საცობში დგომა. ამიტომ საღამოს საათებში მეტროს ხშირი მგზავრი გავხდი. თუმცა, ამ ბოლო დროს მეტროშიც ძალიან ბევრი ხალხია - სადგურის მოედანზე გადადგილება პრაქტიკულად შეუძლებელია ხალხის ნაკადის გამო" - გვითხრა ერთ-ერთმა მგზავრმა ორი დღის წინ მეტროში არსებულ მდგომარეობაზე. თუმცა, ვინც მეტროთი მგზავრობთ, შეამჩნევდით რომ ეს პრობლემა თითქმის, ყოველდღიური გახდა.

AMBEBI.GE აღნიშნულთან დაკავშირებით "თბილისის სატრანსპორტო კომპანიას" დაუკავშირდა, სადაც გვითხრეს, რომ შეფერხება მეტროს გადაადგილებაში არ ყოფილა და პრობლემა, სავარაუდოდ ხალხის დიდმა ნაკადმა გამოიწვია.

"გადავამოწმე სპეციალური შემოწმებების გვერდზე, სადაც შემოდის ინფორმაცია შეფერეხებასთან დაკავშირებით და რაიმე ხარვეზი არ დაფიქსირებულა. ალბათ, მოხდა ის რომ ძალიან ბევრი ხალხი ჩავიდა. არის ხოლმე პერიოდი, პიკის საათებში განსაკუთრებულად ბევრი ხალხი მიაწყდება მეტროს. თუმცა, ვერ ვიტყვით, რომ მგზავრთა ნაკადი მკვეთრად არის გაზრდილი. იცით რომ პიკის საათებში მატარებლების მოსვლის ინტერვალი 3 წუთამდეა შემცირებული - დამატებითი შემადგენლობის რეაბილიტაცია მოხდა და ისინი უკვე მუშაობენ ხაზზე" - განუცხადეს AMBEBI.GE-ს თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში.

იხილეთ ვიდეო: გადატვირთული სადგურის მოედანი

ის, რომ ბოლო დროს მეტროში მგზავრთა ნაკადი იზრდება, არ უკვირს საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის პრეზიდენტ დავით მესხიშვილს. უფრო მეტიც - იანვრიდან ნაკადის მომატებას კიდევ პროგნოზირებს. შესაბამისად ფიქრობს, რომ მეტროში "საცობები" ხშირად იქნება.

"მგზავრთა ნაკადის გაზრდა შეიძლება უკავშირდებოდეს რამდენიმე ფაქტორს: ის, რომ ჯერჯერობით ახალი ავტობუსები არ არის შემოყვანილი და ეს პრობლემა დედაქალაქში ძალიან მწვავედ დგას. კარგია, რომ მერიამ ავტობუსების განახლების გადაწყვეტილება მიიღო და თუ დროზე შესრულდება ეს დაპირება, ძალიან კარგია.

კიდევ ერთი ფაქტორი - საწვავის ფასი, რომელიც გაძვირებულია და კიდევ გაძვირდება; შესაბამისად, გაზრდილია ტაქსების მომსახურების ფასიც და კიდევ უფრო მოიმატებს. როდესაც ტრასნპორტის საშუალებების ინსპექტირება დაიწყო, მე ვპროგნოზირებდი, რომ რამდენადაც გაიზრდება ტაქსების მომსახურება, ხალხი მეტროში გადაინაცვლებდა, როგორც გადაადგილების იაფიან და სწრაფ საშუალებაში. იმიტომ, რომ დღეს მიწის ზედაპირზე ერთი ადგილიდან მეორე ადგილზე გასვლა არის შუძლებელი!" - გვითხრა მესხიშვილმა.

მისივე თქმით, ეს ყველაფერი მერიის არათანმიმდევრული პოლიტიკის შედეგია:

"გვახსოვს, თბილისის მერის დაპირება, რომ მეტროს კიდევ 12 შემადგენლობა დაემატება და თუ მართლაც შეასრულებს ამას კარგი იქნება, თუ არადა შეფერხებები გველის. თბილისის მერიას მუდმივად ვეუბნებოდით, რომ ტაქსების რეგულაციები იქამდე არ დაეწყო, სანამ საზოგადოებრივი ტრასპორტის მიმართულებით არ მოხდებოდა განვითარება. არ დაგვიჯერეს და შესაბამისად მივიღეთ ის, რაზეც ვაფრთხილებდით.

ეს არის არათანმიმდევრული პოლიტიკის შედეგი. არ ვამბობ, რომ ტაქსი არ უნდა იყოს ძვირი, უნდა იყოს, მაგრამ მაშინ როცა საკმარისი რაოდენობის ავტობუსი და მეტროს შემადგენლობა გვექნება ქალაქში. მეტროში მგზავრთა ნაკადი კიდევ უფრო იანვიდან გაიზრდება, რადგან 2019 წლის იანვრიდან ტექდათვალიერების გავლა ყველა მსუბუქი ავტომობილისთვის სავალდებულო გახდება, ეჭვი მაქვს ბევრი ავტომობილის მფლობელი, რომელიც ინსპექტირებას ვერ გაივლის, მეტროს მგზავრი გახდება" - აღნიშნა AMBEBI.GE-სთან დავით მესხიშვილმა.

ახალი წიგნი გიდებისთვის - ბათუმისა და ქობულეთის თემატური ტურების სახელმძღვანელოზე მუშაობა იწყება

"ამოგშანთავთ... თქვენ ტელეეთერში არ უნდა იყოთ" - შალვა რამიშვილის მიმართვა "ტვ პირველს" და ვახო სანაიას პასუხი

კორონავირუსით ინფიცირებული 10 პაციენტის დაინფიცირების წყარო უცნობია