ავტორი:

რიყის პარკში შესაძლოა, მზის პანელები დამონტაჟდეს - იდეა თბილისის მერს

რიყის პარკში შესაძლოა, მზის პანელები დამონტაჟდეს - იდეა თბილისის მერს

რიყის პარკში შესაძლოა, მზის პანელები დამონტაჟდეს - ამ იდეას თბილისის მერს მოქალაქე სთავაზობს.

იდეის ავტორი წერს, რომ რიყეზე, სადაც დღის განმავლობაში უარავი ადამიანი დადის, მისაღები იქნებოდა რამდენიმე ადგილზე მზის პანელების დამონტაჟები დასაჯდომი ადგილებით.

რაც შეეხება სარგებელს, ავტორის თქმით, ამით მოხდება ტურისტებში და მოსახლეობაში მზის ენერგიის პოპულარიზაცია და ცოდნის ამაღლება.

„ქვეყანას სჭირდება რაც შეიძლება მეტი ენერგია და ყველა ადამიანი, ვინც კი მაგ ტერიტორიაზე გაჩერდება, დააკვირდება ნეტო აღრიცხვის სისტემას. ასევე ჩართული იქნება მონიტორი, სადაც აღირიცხება რამდენი დენი მიყიდა ქსელს და რა სარგებელი მიიღო“, - წერს ავტორი.

მისივე პოზიციით, ადგილზე დამონტაჟდება სწრაფდამტენი USB პორტები, რომ ტურისტებმა დატენონ ტელეფონები. ასევე,განთავსდება დასაჯდომი ადგილები და ღამით ლედ ნათურებით განათდება ტერიტორია. წაიკითხეთ სრულად

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ