ავტორი:

"სასურველია თქვენმა ფულის ხემ ღამე ფანჯრის რაფაზე გაატაროს" - რა რეკომენდაციებს გვაძლებს ასტროლოგი ხვალინდელ სავსემთვარეობაზე

"სასურველია თქვენმა ფულის ხემ ღამე ფანჯრის რაფაზე გაატაროს" - რა რეკომენდაციებს გვაძლებს ასტროლოგი ხვალინდელ სავსემთვარეობაზე

ხვალ სავსემთვარეობაა. ამ მოვლენასთან დაკავშირებით ასტროლოგი ხათუნა ნოელი სოციალურ ქსელში რეკომენდაციებს აქვეყნებს:

"ხვალ, 9:39-ზე სავსემთვარეობაა, თუმცაღა მისი ენერგეტიკა უკვე საკმაოდ იგრძნობა. არ გაგიკვირდეთ, თუ ამაღამ ან ხვალ უძილობამ შემოგიტიოთ ან ძილის რიტმი დაგერღვეთ, ნაცვლად დასვენებისა მოგინდეთ ვინმესთან საუბარი, ფიქრების გაზიარება. შესაძლოა შემოქმედებითი აქტივობის პიკზეც კი იგრძნოთ თავი და რაიმე დაწეროთ, ან დახატოთ...

დიახ, სავსემთვარეობაზე ჩვენი ენერგეტიკა პიკს აღწევს და სწორედ ესაა მომეტებული აღზნებულობის მიზეზი. ნუ შეგეშინდებათ ამის, უბრალოდ მიმართეთ ენერგიის ეს ნაკადი შემოქმედებითი, შემეცნებითი პროცესებისაკენ და არა კამათისა და კონფლიქტური სიტუაციების გასამართად. საკამათო ვითარებაში რათქმაუნდა სხვა ადამიანების გამოც შეიძლება მოვხვდეთ, ნოემბრის სავსემთვარეობა ტყუპებისა და მშვილდოსნის ღერძზე მიმდინარეობს და ამ დროს ბევრს უჩნდება თავისი ცოდნის მაღალი დონის გამომჟღავნებისა თუ სხვებისთვის ჭკუის დარიგების მოთხოვნილება. ეცადეთ გაატაროთ. წინააღმდეგ შემთხვევაში აუცილებლად კონფლიქტში ამოჰყოფთ თავს-მზისა და მთვარის ოპოზიციას ამ ჯერზე მარსთან კვადრატურებიც ახლავს, მარსი კი მოგეხსენებათ აგრესია და ჩხუბია. სავსემთვარეობა ტყუპების 00°52'ზე ხდება, და თქვენთვის აქტიურ დატვირთვას შეიძენს, თუკი აქ მზე, მთვარე ან რომელიმე პლანეტა გყავთ. ყურადღება მოიაქციეთ თევზების 5° საც, რადგან ზემოთნახსენები მარსი სწორედ ამ წერტილს გადის.

23 ნოემბრის სავსემთვარეობის მმართველი მერკური რეტროგრადულია, ამიტომ უნდა ვიფიქროთ, რომ მისი დირექტულ მოძრაობაზე გადასვლის შემდგომ, ის მოვლენები, რასაც ახლა ჩაეყრება საფუძველი , ხელახლა დადგება დღის წესრიგში. გაფრთხილებები 22-23-24 ნოემბრის პერიოდისთვის კვლავაც ტრადიციული იქნება-ნუ წამოიწყებთ ნურაფერს ახალს, მნიშვნელოვანს, რადიკალურს. მოუფრთხილდით საჭესთან ჯდომას, თუ ვერ აიცილებთ, იყავით მაქსიმალურად ყურადღებით. ზოგადად კი ეცადეთ იცხოვროთ ჩვეული ტემპით. 25-დან უკვე შეიძლება ჩანაფიქრების რეალიზებისთვის ზრუნვა. რიტუალების მოყვარულებს კი შევახსენებ-ამაღამ გაბადრული მთვარისთვის მსხვილი კუპიურის დანახვება არ დაგავიწყდეთ. წვრილი მონეტები კი შეგიძლიათ ბარაქის ხის ქოთანში მიწაში " ჩარგოთ" . სასურველია ის ღამე თქვენმა ფულის ხემ ფანჯრის რაფაზე გაატაროს, რომ მთვარემ კარგად უყუროს. სულ ეს იყო" - წერს ნოელი.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს