ავტორი:

კადიროვის მორიგი ბიზნესმაქინაციები გავლენის შესანარჩულებლად - ჩეჩნეთის ლიდერი არაბ შეიხებს "უძმაკაცდება"

კადიროვის მორიგი ბიზნესმაქინაციები გავლენის შესანარჩულებლად - ჩეჩნეთის ლიდერი არაბ შეიხებს "უძმაკაცდება"

ჩეჩნეთის ლიდერის რამზან კადიროვის თვითნებობები უკვე დიდი ხანია რუსული მედიის კრიტიკის საგანია, თუმცა იმასაც ხვდებიან, რომ რუსეთის პრეზიდენტის ფავორიტი არსებულ პოზიციებს კიდევ დიდხანს არ დათმობს.

kavkaz-uzel.eu–ს ცნობით, ჩეჩნეთში ყველაფერი ისე ხდება, როგორც ეს ვლადიმერ პუტინის ფავორიტს სურს. გამოცემის ინფორმაციითვე, კადიროვი ახლო აღმოსავლეთში "ახალი კარის" გაჭრით არის დაინტერესებული, რათა რესპუბლიკაში ახალი ფინანსური შემოდინებები დაიწყოს. როგორც ცნობილია, აღმოსავლეთის ლიდერებთან მეტი ურთიერთობები რუსეთის ხელისუფლებისთვისაც საინტერესოა.

ბოლო დროს რამზან კადიროვი ახლო აღმოსავლეთთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებასა და ამ მხრივ საკუთარი მიღწევების დემონსტრირებით იყო დაკავებული. ცნობილია, რომ არაბეთის გაერთიანებული ემირატების წარმომადგენლებმა აბუ-დაბიში განიხილეს საკითხი, რომელიც ჩეჩნეთში ფინანსების დაბანდებას ეხებოდა.

საუბარია ჩეჩნეთში ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს The Lokal–ზე და საერთაშორისო დონის უნივერსიტეტზე, რომელიც შეიხი მუჰამედ ბენ ზაედე ალ ნაჰაინის ფინანსური მხარდაჭერით შენდება... რამზან კადიროვმა ერთ-ერთი შეხვედრაზე, 61 წლის შეიხს "ძმა" უწოდა და გროზნოშიც დაპატიჟა...

რუსი ჟურნალისტების თქმით, დუმის დეპუტატები განმარტავენ, რომ ჩრდილოეთ კავკასიაში ჩეჩნეთი ერთადერთი რესპუბლიკაა, რომელმაც უცხო ქვეყნებიდან ინვესტიციები მოპოვება შეძლო.

"რა აქვს ჩაფიქრებული კადიროვს? რატომ არ მიდიან იქ რუსი ბიზნესმენები, მაგრამ მიდიან არაბები..." – ამბობს ჟურნალისტი ეკატერინა სავინა.

გასული წლის 9 დეკემბერს ერთ-ერთ ფორუმზე პუტინის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა, კადიროვის პრეს-მდივანმა და დაღესტნის რესპუბლიკის წარმომადგენელმა მახაჩყალა-მოსკოვის რკინიგზის მშენებლობის დეტალები განიხილეს, რომელიც გროზნოზე გაივლიდა, თუმცა პროექტი ჯერჯერობით მხოლოდ ქაღალდზე რჩება. მიზეზი მარტივია, ფინანსების არქონა...

იმავე სასტუმროს რესტორანში, სადაც ფორუმი იმართებოდა, კომპანია "სპაგეტის" დირექტორი სახელმწიფოსგან ჩეჩნეთში მაკარონის ფაბრიკის ასაშენებლად 125 მილიონი პურბლის მოპოვებას ცდილობდა, თუმცა მხოლოდ 10 მილიონის მიღება შეძლო... არადა, ნურბიევი ერთ-ერთი იყო იმ სამი ბიზნესმენიდან, რომლებმაც ფორუმზე თავიანთი პროექტები წარადგინეს, თუ როგორ უნდა განვითარდეს კავკასიაში მცირე და საშუალო ბიზნესი. ცოტა ხანში გაირკვა, რომ ნურბიევის იდეა სხვამ აითვისა.

"ჩეჩნეთი, რომელიც კვლავ დოტაციაზე რჩება და რომელიც პუტინის განსაკუთრებული მფარველობით სარგებლობს, ყველა მსხვილი პროექტისთვის ფინანსებს ბიუჯეტიდან იღებს, თუმცა, როგორც ჩანს, ახლა უთხრეს, რომ რაღაც გზები თავადაც იპოვოს... ერთი შეხედვით, კადიროვი ცდილობს, გამოსავალი იპოვოს, თორემ სანქციების ფონზე გარღვეული რუსეთის ბიუჯეტი, მისი ერთპიროვნული მმართველობის ამბიციებს ვერ დააკმაყოფილებს... ამიტომაც, გაჭრა გზა ახლო აღმოსავლეთისკენ, რაც რუსეთისთვის ორმაგად, როგორც ეკონომიკური, ასევე პოლიტიკური კუთხით საინტერესოა... ამიტომ მას პუტინის დაახლოებულ წრეებში ენის მოჩლექით "ახლო აღმოსავლეთში რუსეთის ემისარს უწოდებენ..." - წერს ჟურნალისტი ეკატერინა სავინა, რომლის თქმითაც, სწორედ ამგვარი საქმეებისთვის ინარჩუნებს კადიროვი პუტინის მფარველობას.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე