ავტორი:

სად მიჰქონდა ბიძინა ივანიშვილს ასწლოვანი ხეები - ნახეთ, როგორ გამოიყურება შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი

სად მიჰქონდა ბიძინა ივანიშვილს ასწლოვანი ხეები - ნახეთ, როგორ გამოიყურება შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი

როგორ გამოიყურება შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი? რეკრეაციული ზონის გაშენების სამუშაოები დასასრულს მიუახლოვდა. ციხისძირიდან შეკვეთილში ასწლოვანი ხეების გადაზიდვის პროცესს, მათ შორის სახმელეთო და საზღვაო ტრანსპორტით, ბოლო ორი წელია მთელი საქართველო დიდი ინტერესით ადევნებს თვალს. ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებით გაშენებული დენდროლოგიური პარკის ვიდეოკადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა.

"მიშას რომ გაეკეთებინა, გინესების წიგნში შეატანინებდა... პიარს მიაჩვია მაგ და** ხალხი. ქველმოქმედებას პიარი არ ჭირდება. მადლობა ბატონ ბიძინას! ჩვენ ვხედავთ და ვაფასებთ! უმადურებს და ბოროტებს რა გამოლევს საქართველოში. გაკეთებული საქმე და სახელი რჩება ისტორიაში სამუდამოდ!"

"კომენტარები წავიკითხე და ისეთი შთაბეჭდილება მრჩება ხე და ტყე არ უნახია ამ ხალხს, სადმე ბოტანიკურ ბაღში მაინც არ ხართ ნამყოფი? ის ადგილები გაქვთ ნანახი, საიდანაც ეს ხეები წამოზიდა? რამდენი ხე გაიჩეხა! მე ვნახე და ეს იყო ვანდალიზმი და მეტი არაფერი. მოაღეთ ეხლა პირი, ხე ტყის და ბუნების მოყვარულებო!!! ვაი თქვენს პატრონს!!! პ.ს. ნუ მომაწეპეპთ რომელიმე პარტიის წევრობას "რუ2"-საც არ ვუყურებ"

"თუ მიშას და ბიძინას შევადარებთ, მიშამ უფრო მეტი გააკეთა შიშველი ხელებით და ცარიელი ჯიბით - განსხვავებით ბიძინასგან, მზადმზარეულზე მოვიდა ფულის ტომარა, ვისაც მართლა მეტის გაკეთება შეუძლია, მაგრამ დღეს მხოლოდ ბიძინაზე და მიშაზე არ არის საუბარი... დღეს მთავრობაშ გვყავს: კორუმპირებული, გაუნათლებელი, არაეროვნულად და არა ნაციონალურად მოაზროვნე, გაბოროტებული, უნიათო ხელისუფალნი, რომლებიც ჩვენს ყველაზე ღირსეულ ადამიანებს, მეომარ ჯარისკაცებს გასამართლებას უპირებენ, იმის გამო, რომ მტერს შეებრძოლნენ. ბიძინა იმდენად გაერთო საკუთარი სიამოვნებით ტკბობაში, რომ ეს მედროვე, მოღალატე, კრიმინალური მთავრობა ხელიდან წაუვიდა და თქვენ გჯერავთ, რომ ივანიშვილი მოერევა თავისივე მოთრეულ მუქთახორების ბრბოს, რომლებსაც მუქთად ჩაუვარდათ ხელში საქართველოს ბიუჯეტი???"

"სექტემბრის თვეში მუსიკოსთა პარკს ვესტუმრე, ულამაზესია მომავალ ზაფხულს აუცილებლად მოვინახულებ დენდროლოგიურ პარკს. ძალიან მიყვარს მცენარეები და ცხოველები. ძალიან ლამაზი პარკია. დიდი მადლობა, ბატონო ბიძინა, ყოველი სიკეთისათვის, რასაც საქართველოსთვის და ქართველი ხალხისათვის აკეთებთ", - წერენ ინტერნეტ-მომხმარებლები.

ერთ-ერთი ორგანიზაცია, რომელიც სესხის აღებაზე შუამავლობას გთავაზობთ, შესაძლოა თაღლითების მიერ იმართებოდეს - სებ-ის გაფრთხილება

როგორ ატარებს საქართველოში დროს ნიკოლოზ ბასილაშვილის გერმანელი შეყვარებული (ფოტო)

"შავი ჭირით 26 წლის ბიჭი მოგვიკვდა... დღემდე იმის სურათი კედელზე გვაქვს" - 92 წლის ქალი პანდემიასა და მძიმე წარსულზე, როცა "მტრის შვილად" გამოაცხადეს