ავტორი:

შსს ქუჩური გარჩევის კრიმინალიზაციას გეგმავს

შსს ქუჩური გარჩევის კრიმინალიზაციას გეგმავს

უახლოეს პერიოდში შს სამინისტროს ინიციატივით, მოხდება ქუჩური გარჩევის კრიმინალიზაცია, რაც ნიშნავს იმას, რომ ყველა სახის მართლმსაჯულების სისტემის მიღმა ურთიერთდამოკიდებულების გამოკვლევა ან გარჩევა ასევე იქნება კრიმინალიზებული, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას, ზუგდიდში განაცხადა.

"მინდა სიახლე გამცნოთ, რომ უახლოეს პერიოდში შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, მოხდება საერთოდ ქუჩური გარჩევის კრიმინალიზაცია, რაც ნიშნავს იმას, რომ ყველა სახის მართლმსაჯულების სისტემის მიღმა ურთიერთდამოკიდებულების გამოკვლევა ან გარჩევა ასევე იქნება კრიმინალიზებული“,- აღნიშნა მინისტრმა.

რაც შეეხება ბიზნესის შესაძლო რეკეტს, გახარიას თქმით, ეს ბრალდებები ღიმილისმომგვრელია. „რაც შეეხება ბიზნესის რეკეტს და ამ აბსოლუტურად ღიმილისმომგვრელ ისტორიებს, ზოგან ერთი, ზოგან ორი მსახიობის თეატრების მრავალსერიან ფილმებს, რომელიც სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ განპირობებულია მხოლოდ და მხოლოდ წინასაარჩევნო კონტექსტით. დარწმუნებული ვარ, გადაივლის ეს არჩევნებიც და ყველა ამ კითხვას გაეცემა პასუხი შემდგომ. უბრალოდ მთავარია, რომ ამის შემდგომ არ დაგვრჩეს რაღაც ისეთი შეგრძნებები, რომლებიც ობიექტურობისგან იქნება ძალიან მოშორებული", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს