ავტორი:

ვინ დააღწევს თავს ვალის ორმოს და რა შედეგს მივიღებთ ვალების განულების შემდეგ?

ვინ დააღწევს თავს ვალის ორმოს და რა შედეგს მივიღებთ ვალების განულების შემდეგ?

მთავრობა გვპირდება, რომ მსესხებელთა ე. წ. შავ სიაში მოხვედრილ 600 ათასზე მეტ მოქალაქეს საბანკო დავალიანება გაუნულდება, რითაც მათ დაახლოებით 1,5 მილიარდი ლარის დავალიანება ჩამოეწერებათ. საკრედიტო ამნისტია იმ პირებს შეეხება, ვინც თავის დროზე ბანკისგან თუ სხვა საკრედიტო ინსტიტუტისგან ვალად აიღო არა უმეტეს 2000 ლარისა და ბოლო 1 წლის განმავლობაში ვალის დასაფარავად 1 თეთრიც არ გადაუხდია. მათ ნაცვლად ვალებს გაისტუმრებს ფონდი "ქართუ", რომელიც საკრედიტო დაწესებულებებთან ვალების გამოსყიდვის თაობაზე მოლაპარაკებას მართავს. ხელისუფლება გვპირდება, რომ ეს 600 ათასი მოქალაქე ახალ წელს სუფთა საკრედიტო ისტორიით, ვალების გარეშე შეხვდება, თუმცა ჩნდება ბევრი კითხვა, რაზეც ხელისუფლებას პასუხი ჯერ არა აქვს, რადგან დეტალებზე ახლა მუშაობს.

ცოტა ხნის წინ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ განაცხადა, რომ ლაპარაკია სესხებზე, რომელიც ფინანსური ორგანიზაციების ბალანსიდან უკვე ჩამოწერილია და ამ ინიციატივაში ის ფინანსური ორგანიზაციები მონაწილეობენ, ვისაც ამის სურვილი აქვს. შესაბამისად, უნდა ვივარაუდოთ, რომ მთავრობის ეს ინიციატივა ვერ შეეხება იმ კომპანიების მოვალეებს, რომლებიც ფონდის მიერ შეთავაზებულ პირობებს არ დათანხმდებიან. ჩვენი ინფორმაციით, ასეთი რამდენიმე ბანკი და ონლაინსაკრედიტო კომპანიაა. სესხების ჩამოწერა 15 დეკემბერს უნდა დაიწყოს და წლის ბოლოსთვის დასრულდეს, 3 დეკემბერს კი იღბლიანმა მოვალეებმა საკუთარი თავი ერთიან ბაზაში უნდა აღმოაჩინონ. ვინ დააღწევს თავს სავალო ორმოს, ამას ახლო მომავალში გავარკვევთ, მანამდე კი ხელისუფლების ამ ინიციატივის შეფასება ვთხოვეთ ეკონომიკის ექსპერტ სოსო არჩვაძეს.

- ამ გადაწყვეტილებით აღიარა თუ არა ხელისუფლებამ, რომ წლების განმავლობაში ქვეყანაში არსებული საკრედიტო პოლიტიკა უსამართლო იყო?

- ასე კატეგორიული არ ვიქნებოდი, რადგან მარტივი სესხის პოლიტიკა ქართული ნოუჰაუ არ არის. თავის დროზე აშშ-ში ფინანსური კრიზისი სწორედ სესხებზე მარტივად ხელმისაწვდომობამ გამოიწვია. მაშინ ხალხი ელოდა, რომ იაფი იპოთეკური სესხით შეძენილი ქონების ფასი განსაზღვრული დროის შემდეგ გაიზრდებოდა, მაგრამ მათი მოლოდინი საპნის ბუშტივით გასკდა. საქართველოში განსხვავებული მდგომარეობა გვაქვს, ჩვენთან სესხების დიდი ნაწილი გამოყენებულია არა საინვესტიციო დანიშნულებით, არამედ სამომხმარებლოდ. როცა სახელდება 600 ათასი მსესხებელი, ეს რიცხვი უფრო ფიგურალური დატვირთვის მგონია და, ალბათ, კიდევ დაზუსტდება. თუმცა ასეც რომ იყოს, გამოდის, ქვეყანაში, სადაც 3 730 000 კაცი ცხოვრობს, 600 ათასს არა აქვს შესაძლებლობა, მაქსიმუმ, 2000 ლარის მოცულობის სესხი გაისტუმროს. ეს არის არა მხოლოდ ტოტალური სიღარიბის, არამედ ღირსების დეფიციტის მაჩვენებელიც. ჩვენ გვაქვს ორი სიღარიბის მაჩვენებელი - მონეტარული და მენტალური. ორივეს შველა უნდა.

- საშველი რომ ბევრია, გასაგებია, მაგრამ მიდგომა რამდენად სამართლიანია? წაიკითხეთ სრულად

თბილისში "მარშრუტკები" არ გაუქმდება -  გაძვირდება თუ არა საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა?

ბიზნესომბუდსმენი  და მისი მოადგილე  თანამდებობებს ტოვებენ

წყალტუბო 6-პუნქტიანი გეგმის მიხედვით განვითარდება - რას გეგმავს  კურორტზე ეკონომიკის სამინისტრო