ავტორი:

მიკროსაფინანსო ორგანიზაციები ბაზარს ტოვებენ, ბანკები კი სერვის-ცენტრებს აუქმებენ - რა ხდება საფინანსო ბაზარზე

მიკროსაფინანსო ორგანიზაციები ბაზარს ტოვებენ, ბანკები კი სერვის-ცენტრებს აუქმებენ - რა ხდება საფინანსო ბაზარზე

მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შემცირების ტენდენცია გრძელდება. ბოლო ერთი თვის განმავლობაში ბაზარი სამმა ორგანიზაციამ დატოვა. საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, წინა წლის ოქტომბერთან შედარებით ბაზარზე მისო-ების რაოდენობამ 12 ერთეულით დაიკლო. დღეს ქვეყანაში 67 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ოპერირებს. (2017 წლის ოქტომბერი - 79 ორგანიზაცია).

ამასთან, ბოლო ერთი წლის განმავლობაში შემცირდა კომერციული ბანკების სერვის-ცენტრების რაოდენობაც. თუ 2017 წლის ოქტომბრის მონაცემით საქართველოში კომერციული ბანკების 843 სერვის-ცენტრი მოქმდებდა, წელს ოქტომბერში ეს რაოდენობა 799-მდე შემცირდა. უცვლელია ბანკების ფილიალების რაოდენობა, 2018 წლის ოქტომბერში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საქართველოში კომერციული ბანკების 134 ფილიალი მოქმედებდა. დღეს ქვეყნაში 15 კომერციული ბანკი ოპერირებს.

საანგარიშო პერიოდში 88 ერთეულით შემცირდა ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რაოდენობაც. წაიკითხეთ სრულად

თბილისში "მარშრუტკები" არ გაუქმდება -  გაძვირდება თუ არა საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა?

ბიზნესომბუდსმენი  და მისი მოადგილე  თანამდებობებს ტოვებენ

წყალტუბო 6-პუნქტიანი გეგმის მიხედვით განვითარდება - რას გეგმავს  კურორტზე ეკონომიკის სამინისტრო