ავტორი:

"შავდათუაშვილი მაგრად უცემიათ" - რა მოხდა ოსაკაში ქართველ ძიუდოისტებს შორის?

"შავდათუაშვილი მაგრად უცემიათ" - რა მოხდა ოსაკაში ქართველ ძიუდოისტებს შორის?

ოსაკას გრანდ სლემზე ქართველ ძიუდოისტებს შორის ხელჩართული ჩხუბი გაიმართა, - ამის შესახებ ინფორმაციას Sportall.ge წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ვებ-გვერდის ინფორმაციით, დაპირისპირებაში ოსაკაში მყოფი თითქმის ყველა ქართველი ძიუდოისტი მონაწილეობდა. გამოცემის წყაროს ცნობით, ჩხუბის მიზეზი, სავარაუდოდ, ბოლო პერიოდში მიმდინარე მოვლენებზე ლაშა შავდათუაშვილისა და ვაჟა მარგველაშვილის მიერ დარჩენილი ძიუდოისტების მიმართ არგამოხატული მხარდაჭერა იყო.

Sportall.ge-ს წყაროს ინფორმაციით, ერთ მხარეს ლაშა შავდათუაშვილი და ვაჟა მარგველაშვილი იყვნენ, რომელთაც ვარლამ ლიპარტელიანი, ნუგზარ ტატალაშვილი, უშანგი მარგიანი, ზებედა რეხვიაშვილი, ლეხუმ ჩხვიმიანი და გიორგი ბაინდუროვი დაუპირისპირდნენ.

"როგორც ჩვენი წყარო გვეუბნება, ლაშა შავდათუაშვილმა სწორედ დაპირისპირების დროს მიღებული ტრავმის შედეგად ვერ შეძლო ტურნირზე მონაწილეობის მიღება.

ჩხუბის თემატიკა კი, სავარაუდოდ, ბოლო პერიოდში მიმდინარე მოვლენებზე, ლაშა შავდათუაშვილისა და ვაჟა მარგველაშვილის მიერ დარჩენილი ძიუდოისტების მიმართ არგამოხატული მხარდაჭერა იყო.

ლაშა შავდათუაშვილი არის მაგარი ნაცემი და ამიტომ ვერ გამოვიდა. მას და ვაჟა მარგველაშვილი დაუპირისპირდნენ დანარჩენები. ერთი თუშიშვილი არ მონაწილეობდა" - ამბობს ჩვენი წყარო, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა", - წერს Sportall.ge.

აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმება ძიუდოს ფედერაციაში ამ დრომდე ვერ ხერხდება, რადგან ისინი სატელეფონო ზარებს არ პასუხობენ.

შეგახსენებთ, რომ ოსაკას გრანდ სლემზე ქართველმა ძიუდოისტებმა მედალი საერთოდ ვერ აიღეს, ხოლო რამდენიმე მათგანი ტურნირზე საერთოდ არ გამოსულა, მიზეზად კი ფედერაციამ ტრავმები დაასახელა. წაიკითხეთ სრულად

კორონავირუსის ახალი სინდრომით საქართველოში ათეულობით ბავშვი მკურნალობს - "პრეპარატი დეფიციტშია, რამაც შეიძლება პრობლემის წინაშე დაგვაყენოს"

"სხვადასხვა მეფეს თავისი დროშა ჰქონდა, თუმცა ხუთჯვრიანი უფრო ხშირად ფიქსირდება" - როდის გამოჩნდა მსოფლიო რუკაზე პირველად საქართველოს დროშა?

ვინ არის შეფ-ლუკა ნაჭყებიას რჩეული - წყვილის რომანტიული ფოტოები "ინსტაგრამიდან"