ავტორი:

"მის მოსკოვმა" ისლამი მიიღო და ცოლად მალაიზიის მეფეს გაჰყვა

"მის მოსკოვმა" ისლამი მიიღო და ცოლად მალაიზიის მეფეს გაჰყვა

ყოფილმა „მის მოსკოვმა“ ისლამი მიიღო და მალაიზიის მეფეს, მუჰამედ მეხუთეს გაჰყვა ცოლად, ინფორმაციას The Sun ავრცელებს.

25 წლის ოქსანა ვოევოდინამ 24 წლით უფროსს მონარქზე იქორწინა. მუჰამედმა ტახტი 2016 წელს დაიკავა.

მდიდრული საქორწინო ცერემონიალი მოსკოვში გაიმართა. მონარქს მალაიზიური ტრადიციული სამოსი, მოდელს კი - თეთრი საქორწინო კაბა ეცვა. სუფრაზე ალკოჰოლი არ ყოფილა.

ყოფილი „მის მოსკოვი“ ფიქრობს, რომ კაცი „ოჯახის თავი უნდა იყოს და ქალზე ნაკლებს არ უნდა გამოიმუშავებდეს“.

სილამაზის კონკურსში გამარჯვების გარდა ოქსანაზე თითქმის არაფერია ცნობილი. ჟურნალისტებმა არ იციან, სად გაიცნო წყვილმა ერთმანეთი, ან რომელიმე მათგანი მანამდე თუ ყოფილა დაქორწინებული.

„მის მოსკოვის“ ტიტული ვოევოდინამ 2015 წელს მოიპოვა, 22 წლის ასაკში. მისი მამა, ანდრეი გორბატენკო ქირურგი - ორთოპედია დონის როსტოვიდან.

ოქსანა იხსენებს, რომ კლასში ყველაზე გამხდარი და მაღალი იყო, რასაც ყოველთვის განიცდიდა.

„ეს რომ ჩემი ძლიერი მხარე იყო, მხოლოდ უნივერსიტეტში სწავლის დროს გავიაზრე. ბიჭების ყურადღების ცენტრში მოვექეცი და მივხვდი, რომ მე უფრო ხშირად მიყურებდნენ, ვიდრე მსუქან და დაბალ გოგონებს,“ - განაცხადა ოქსანამ ძველ ინტერვიუში.

მალაიზიის მეფეს განათლება ინგლისში აქვს მიღებული, ოქსფორდის უნივერსიტეტში, მოგვიანებით კი ლონდონის ბიზნესსკოლა დაამთავრა.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე