ავტორი:

"ტვ პირველის" ჟურნალისტებს გლდანში ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს

"ტვ პირველის" ჟურნალისტებს გლდანში ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს

ტელეკომპანია "პირველის" საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელის, დიანა ტრაპაიძის ინფორმაციით, გლდანში მყოფ არხის ჟურნალისტს გადაღებისას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

ტრაპაიძემ განცხადება პირდაპირ ეთერში გააკეთა და აღნიშნა, რომ ჟურნალისტი თათია ჩაფიჩაძე პირდაპირ ეთერში ჩართვას გეგმავდა, რა დროსაც მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

"ჩვენი ჟურნალისტი იმყოფებოდა იქ, სადაც ავტობუსების მეშვეობით ხდებოდა ამომრჩევლების გადაყვანა რეგიონებში. ის იყო მობილური ტელეფონით და კამერით აპირებდა ჩვენთვის ლაივ რეპორტაჟის მოწოდებას. მას შემდეგ, რაც მან ჩართო ტელეფონი, ჩაარტყეს და არ მისცეს გადაღების საშუალება“, - განაცხადა დიანა ტრაპაიძემ.

მისი ინფორმაციით, ჟურნალისტმა ადგილზე საპატრულო პოლიცია გამოიძახა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ინციდენტზე გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო. „გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით, რაც ძალადობას გულისხმობს. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები“, - აცხადებენ შსს-ში.

იხილეთ ვიდეო: ფიზიკური ძალადობა ჟურნალისტზე პირდაპირ ჩართვამდე: გლდანში მომხდარ ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

"ნეტავ სცოდნოდა, რამდენად ლამაზი იყო შინაგანად და გარეგნულად..." - როგორ იხსენებენ ატენის ქუჩაზე მოკლულ დედა-შვილს

დიდ დიღომში ახალგაზრდა ბიჭის ცხედარი იპოვეს

დადიანზე ავარიის დროს გარდაცვლილი ქალი „ინტერპრესნიუსის“ თანამშრომელი იყო